✦ საკუთარი პროფესიული ღირებულების განსაზღვრა, ფორმირება და სტრატეგიული კომუნიკაცია.
▌თვითპოზიციონირების მენეჯმენტი - არის პრაქტიკული კურსი მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიაზროს საკუთარი პროფესიული იდენტობა, მკაფიოდ განსაზღვროს საკუთარი ღირებულება და მიზანმიმართულად მართოს ის, თუ როგორ აღიქვამენ მას პროფესიულ გარემოში. კურსი აერთიანებს პოზიციონირებას, პერსონალურ ბრენდინგს, კომუნიკაციის ფსიქოლოგიას, თვითპრეზენტაციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციას და მონაწილეს ეხმარება არა ხელოვნურად შექმნას სასურველი იმიჯი, არამედ საკუთარ რეალურ გამოცდილებაზე, უნარებსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით შექმნას ძლიერი და თანმიმდევრული პროფესიული პოზიცია.
👉 კურსის მთავარი იდეაა: საკმარისი არ არის იყო კარგი პროფესიონალი - მნიშვნელოვანია იცოდე, რა არის შენი განსხვავებული ღირებულება, როგორ წარმოაჩინო ის და როგორ შექმნა შენზე სწორი აღქმა.
🎓საავტორო კურსს წარუძღვება, Art Line Studio-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და Art Line Academy-ს პრაქტიკოსი ლექტორი ანი ჯეირანაშვილი.
👉ისწავლე ჩვენთან - ახლა შენი წარმატების დროა!
▌გთხოვთ გაითვალისწინოთ, კურსზე ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია.
▌კურსის შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ მითითებულ სარეგისტრაციო ბმულს: კურსზე რეგისტრაცია: ''თვითპოზიციონირების მენეჯმენტი''
✦ Art Line Academy-ის კიდევ ერთი კომპლექსური სასწავლო კურსი