• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    ჩვენ შესახებ
    ჩვენ შესახებ

    ART LINE GROUP – ეს არის მოტივირებული გუნდი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი ხარისხის მომსახურებით. ჩვენთვის თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით დამკვეთის მოთხოვნებსა და სურვილებს, რომელსაც რეალობად ვაქცევთ თქვენს ფანტაზიებს, იმისთვის, რომ იცხოვროთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. ART LINE GROUP ეს არის პერსონალური მომსახურება, მაღალი სტანდარტის შესაბამისი შედეგით. ჩვენთვის მთავარია, თქვენი სივრცის ინტერიერის, ექსტერიერისა, თუ სხვა მომსახურების პროცესი იყოს სასიამოვნო. სწორედ ამისთვის შევქმენით ART LINE GROUP – სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა ტიპის მომსახურება, რაც საჭიროა თქვენი ოცნების სივრცის შესაქმნელად, ჩანაფიქრიდან სივრცის კონცეფციის საბოლოო რეალიზებამდე;

    ჩვენი მიზანია

    ვიყოთ თქვენი პერსონალური პარტნიორი, როგორც ინტერიერის დიზაინის, აგრეთვე ექსტერიერისა, თუ საპროექტო მომსახურების სფეროში.
    ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც კონკრეტულ პროექტს ემსახურება პერსონალური სპეციალისტი, მასშტაბების მიხედვით - საჭიროებისამებრ გუნდი.
    ჩვენი მიზანია, გავხადოთ ინტერიერთან და ექსტერიერთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.

    ჩვენი მისია

    ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია, დავნერგოთ ახალი მიდგომები დიზაინის სფეროში და ავიყვანოთ მომსახურება უმაღლეს საფეხურზე. ჩვენი სტანდარტები და მიდგომები საშუალებას გაძლევთ პროექტზე მუშაობის პროცესი გავხადოთ სასიამოვნო, შემოქმედებითი და კონცეპტუალური.