✦ საკუთარი პროფესიული ღირებულების განსაზღვრა, ფორმირება და სტრატეგიული კომუნიკაცია
▌თვითპოზიციონირების მენეჯმენტი არის პრაქტიკული კურსი მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიაზროს საკუთარი პროფესიული იდენტობა, მკაფიოდ განსაზღვროს საკუთარი ღირებულება და მიზანმიმართულად მართოს ის, თუ როგორ აღიქვამენ მას პროფესიულ გარემოში.
კურსი აერთიანებს პოზიციონირებას, პერსონალურ ბრენდინგს, კომუნიკაციის ფსიქოლოგიას, თვითპრეზენტაციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციას და მონაწილეს ეხმარება არა ხელოვნურად შექმნას სასურველი იმიჯი, არამედ საკუთარ რეალურ გამოცდილებაზე, უნარებსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით შექმნას ძლიერი და თანმიმდევრული პროფესიული პოზიცია.
კურსის მთავარი იდეაა: საკმარისი არ არის იყო კარგი პროფესიონალი - მნიშვნელოვანია იცოდე, რა არის შენი განსხვავებული ღირებულება, როგორ წარმოაჩინო ის და როგორ შექმნა შენზე სწორი აღქმა.
▌ვისთვის არის კურსი?
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც:
- სურს საკუთარი პროფესიული მიმართულებისა და პოზიციის მკაფიოდ განსაზღვრა;
- ფლობს ცოდნასა და გამოცდილებას, თუმცა უჭირს საკუთარი ღირებულების სწორად წარმოჩენა;
- კარიერის ახალ ეტაპზე გადადის ან პროფესიული მიმართულების შეცვლას გეგმავს;
- ქმნის ან ავითარებს პერსონალურ ბრენდს;
- მუშაობს კლიენტებთან და სურს უფრო ძლიერი პროფესიული იმიჯისა და ნდობის ჩამოყალიბება;
- არის მეწარმე, ფრილანსერი, კონსულტანტი, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი პროფესიონალი;
- სურს, რომ მისი კომუნიკაცია იყოს უფრო გააზრებული, თანმიმდევრული და გავლენიანი.
▌რას შეისწავლი კურსზე?
კურსის განმავლობაში იმუშავებ საკუთარ პროფესიულ იდენტობაზე და შეისწავლი, როგორ გარდაქმნა შენი გამოცდილება, უნარები და ინდივიდუალური მახასიათებლები მკაფიო პოზიციონირებად.
გაიგებ:
- როგორ იქმნება ადამიანზე პირველი და შემდგომი პროფესიული აღქმა;
- რა განსხვავებაა იმიჯს, რეპუტაციას, პერსონალურ ბრენდსა და პოზიციონირებას შორის;
- როგორ განსაზღვრო საკუთარი პროფესიული ღირებულება და განსხვავებულობა;
- როგორ იპოვო შენი ძლიერი მხარეები და გარდაქმნა ისინი კონკურენტულ უპირატესობად;
- როგორ განსაზღვრო ის აუდიტორია, რომლისთვისაც შენი ცოდნა და გამოცდილება განსაკუთრებით ღირებულია;
- როგორ ჩამოაყალიბო საკუთარი Value Proposition - ღირებულებითი შეთავაზება;
- როგორ შექმნა მკაფიო პროფესიული მესიჯი საკუთარ თავზე;
- როგორ გამოიყენო კომუნიკაციის ფსიქოლოგია სხვადასხვა ტიპის ადამიანთან ურთიერთობისას;
- როგორ მართო თვითპრეზენტაცია პირად შეხვედრებში, პროფესიულ გარემოსა და ციფრულ სივრცეში;
- როგორ შექმნა თანმიმდევრული ვიზუალური და ვერბალური იდენტობა;
- როგორ გამოიყენო ფერი, ფორმა, სტილი, სიტყვები და ტონი საკუთარი პოზიციონირების გასაძლიერებლად;
- როგორ შექმნა შენი პროფესიული ისტორია ისე, რომ ის იყოს დამაჯერებელი, დასამახსოვრებელი და ავთენტური;
- როგორ მართო საკუთარი რეპუტაცია და პროფესიული აღქმა გრძელვადიან პერსპექტივაში.
▌კურსის ძირითადი მიმართულებები
✦ თვითშემეცნება და პროფესიული იდენტობა
ვინ ვარ როგორც პროფესიონალი? რა არის ჩემი ძლიერი მხარეები, ღირებულებები, გამოცდილება და კომპეტენციები?!
✦ პოზიციონირება
რა ადგილს ვიკავებ ჩემს პროფესიულ გარემოში და რატომ უნდა ამირჩიოს ადამიანმა მე და არა სხვა?!
✦ სამიზნე აუდიტორია
ვისთან მინდა კომუნიკაცია, ვისთვის ვქმნი ღირებულებას და რა სჭირდება ჩემს აუდიტორიას?!
✦ პერსონალური ბრენდი
როგორ გარდაიქმნება პროფესიული იდენტობა ცნობად, თანმიმდევრულ და სანდო პერსონალურ ბრენდად?!
✦ კომუნიკაციის ფსიქოლოგია
როგორ აღიქვამენ ადამიანები ინფორმაციას, როგორ ფორმირდება ნდობა და როგორ მოვარგოთ კომუნიკაცია განსხვავებულ ადამიანებსა და სიტუაციებს?!
✦ ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაცია
როგორ ვსაუბრობ, რას ვამბობ საკუთარ თავზე, რა ენას ვიყენებ და როგორ ეხმარება ვიზუალური ელემენტები ჩემს პოზიციონირებას?!
✦ თვითპრეზენტაცია
როგორ წარმოვადგინო საკუთარი თავი შეხვედრაზე, ინტერვიუზე, პრეზენტაციისას, კლიენტთან და ონლაინ სივრცეში?!
✦ სტრატეგიული კომუნიკაცია
როგორ ვმართო საკუთარი კომუნიკაცია არა სპონტანურად, არამედ კონკრეტული პროფესიული მიზნის შესაბამისად?!
✦ პრაქტიკული ნაწილი
კურსი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიით.
მონაწილეები ეტაპობრივად იმუშავებენ საკუთარ პოზიციონირებაზე და კურსის განმავლობაში შექმნიან საკუთარ თვითპოზიციონირების სისტემას.
▌პრაქტიკული სამუშაო მოიცავს:
- პროფესიული თვითანალიზის სავარჯიშოებს;
- ძლიერი მხარეებისა და განსხვავებულობის გამოვლენას;
- ინდივიდუალური პოზიციონირების ფორმულის შექმნას;
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას;
- საკუთარი ღირებულებითი შეთავაზების ჩამოყალიბებას;
- პროფესიული მესიჯებისა და თვითპრეზენტაციის ტექსტის შექმნას;
- პერსონალური კომუნიკაციის სტილის ანალიზს;
- რეალური საკომუნიკაციო სიტუაციების განხილვასა და სიმულაციას;
- პერსონალური ბრენდისა და პროფესიული იმიჯის ანალიზს;
- ინდივიდუალური სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას.
▌კურსის მიზანი
კურსის მიზანია, მონაწილემ შეძლოს საკუთარი პროფესიული ღირებულების დანახვა სხვისი შეფასებისგან დამოუკიდებლად, შემდეგ კი ამ ღირებულების სწორად შეფუთვა, წარმოჩენა და კომუნიკაცია შესაბამის აუდიტორიასთან.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს აღარ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ზოგადი პასუხი კითხვაზე - „ვინ ვარ?“
მას უნდა შეეძლოს უპასუხოს:
✦ ვინ ვარ როგორც პროფესიონალი?
✦ რა არის ჩემი განსხვავებული ღირებულება?
✦ ვისთვის ვარ საინტერესო?
✦ რა მინდა, რომ ჩემს შესახებ იცოდნენ?
✦ როგორ უნდა ვილაპარაკო საკუთარ თავზე?
✦ და როგორ ვმართო ჩემი პროფესიული აღქმა ისე, რომ ის ჩემს მიზნებს ემსახურებოდეს?
▌კურსის შედეგი
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება:
- მკაფიო პროფესიული პოზიციონირება;
- საკუთარი ძლიერი მხარეებისა და კონკურენტული უპირატესობების გააზრება;
- განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია;
- ჩამოყალიბებული ღირებულებითი შეთავაზება;
- საკუთარი პროფესიული მესიჯი;
- გაუმჯობესებული თვითპრეზენტაციის უნარი;
- გააზრებული კომუნიკაციის სტილი;
- პერსონალური ბრენდის განვითარების მიმართულება;
- ინდივიდუალური თვითპოზიციონირების სამოქმედო სტრატეგია.
▌საბოლოო შედეგი: მონაწილე კურსს დაასრულებს არა მხოლოდ ახალი ცოდნით, არამედ პასუხით კითხვაზე - როგორ უნდა დაიკავოს მისთვის სასურველი პროფესიული პოზიცია და როგორ მართოს ის, თუ როგორ აღიქვამს მას გარემო.
▌ტექნიკური წინაპირობები
კურსის გასავლელად სპეციალური პროფესიული პროგრამების წინასწარი ცოდნა ან შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.
მონაწილეს სასურველია ჰქონდეს:
- პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი;
- სტაბილური ინტერნეტკავშირი;
- ელექტრონულ დოკუმენტებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- ონლაინ საკომუნიკაციო და სამუშაო პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობა;
- პირადი პროფესიული ან სოციალური მედიის პროფილები, მათი ანალიზისა და განვითარების სურვილის შემთხვევაში;
- მზაობა ინდივიდუალური და პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად.
კურსი აგებულია ისე, რომ მონაწილემ ეტაპობრივად შეძლოს როგორც თეორიული ცოდნის მიღება, ისე მისი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და მიზნებზე მორგება.
▌წინასწარი ცოდნა ბრენდინგის, მარკეტინგის ან სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით სავალდებულო არ არის.
კურსზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, თვითანალიზს, პრაქტიკულ მუშაობასა და მიღებული ცოდნის საკუთარ პროფესიულ რეალობაში გამოყენებას.
▌ლექტორის შესახებ
ანი ჯეირანაშვილი
ანი ჯეირანაშვილი არის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ბრენდინგის მიმართულების სპეციალისტი, ტრენერი და ლექტორი, რომლის პროფესიული და აკადემიური ინტერესები აერთიანებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, ადამიანის ქცევას, პროფესიულ პოზიციონირებას, პერსონალურ ბრენდინგს, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიასა და კომერციულ კომუნიკაციას.
მისი აკადემიური საფუძველი იწყება სოციოლოგიიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანთა ქცევის, სოციალური ურთიერთობების, ჯგუფური პროცესებისა და საზოგადოებაში აღქმის ფორმირების მექანიზმებისადმი პროფესიული ინტერესის ჩამოყალიბებაში.
ანი ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხს და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხს. ორივე საგანმანათლებლო ეტაპი უმაღლესი (ე.წ წარჩინებით) აკადემიური შედეგებით დაასრულა.
აკადემიური განვითარება მან გააგრძელა რომში, სადაც მისი საგანმანათლებლო გამოცდილება დაკავშირებულია Sapienza University of Rome-თან. იტალიაში სწავლის პერიოდში მისი აკადემიური ინტერესები გაფართოვდა საერთაშორისო, ორგანიზაციული და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებებით და მოიცავდა ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას, ადამიანური რესურსების მართვას, პროექტების მართვას, პოლიტიკურ კომუნიკაციას, განვითარების საკითხებსა და თანამედროვე ორგანიზაციულ პროცესებს.
საერთაშორისო აკადემიურმა გამოცდილებამ მისცა შესაძლებლობა, პროფესიული კომუნიკაცია განეხილა არა მხოლოდ ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციის ჭრილში, არამედ ადამიანის ქცევის, სოციალური აღქმის, ორგანიზაციული გარემოსა და პროფესიული იდენტობის ურთიერთკავშირის საფუძველზე.
პროფესიულ საქმიანობაში ანი მუშაობს ბრენდინგის, სტრატეგიული კომუნიკაციის, გაყიდვების კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
იგი ქმნის და ატარებს სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, რომლებიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას, ქცევით მიდგომებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
მისი სწავლებისა და ტრენინგების თემატიკა მოიცავს:
- ბრენდის სტრატეგიასა და პოზიციონირებას;
- პერსონალურ და პროფესიულ ბრენდინგს;
- სტრატეგიულ კომუნიკაციას;
- მომხმარებლისა და ადამიანის ქცევის ანალიზს;
- კომუნიკაციის ფსიქოლოგიას;
- გაყიდვების კომუნიკაციას;
- დამკვეთთან და კლიენტთან ურთიერთობას;
- პროფესიულ თვითპრეზენტაციას;
- სტრესისა და პროფესიული გამოწვევების მართვას;
- ემოციურ ინტელექტსა და ეფექტიან კომუნიკაციას.
როგორც ლექტორი, ანი ჩართულია ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის მიმართულების პროფესიულ პროგრამაშიც, სადაც მისი სწავლების ძირითადი სფეროებია ბრენდინგი, პროფესიული პოზიციონირება, კომუნიკაცია და დიზაინერის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიული ბრენდის, განვითარება.
მას ასევე აქვს სხვადასხვა პროფესიული და საგანმანათლებლო აუდიტორიისთვის ტრენინგებისა და პრაქტიკული სასწავლო შეხვედრების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება, მათ შორის კომუნიკაციის, გაყიდვების, პროფესიული განვითარების, სტრესის მართვისა და ადამიანური ურთიერთობების მიმართულებით.
ანი ჯეირანაშვილის მიდგომის საფუძველია იდეა, რომ ძლიერი პოზიციონირება არ იწყება ვიზუალური იმიჯით ან საკუთარი თავის „გაყიდვით“ - ის იწყება საკუთარი პროფესიული იდენტობის, ღირებულების, განსხვავებულობისა და აუდიტორიის ღრმა გააზრებით.
სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული კურსი „თვითპოზიციონირების მენეჯმენტი“ - მონაწილემ ჯერ უნდა შეძლოს საკუთარი პროფესიული ღირებულების აღმოჩენა და განსაზღვრა, შემდეგ კი ის გარდაქმნას მკაფიო პოზიციონირებად, მიზანმიმართულ კომუნიკაციად და გრძელვადიან პროფესიულ რეპუტაციად.
▌კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი
598 551 291
551 165 162
551 165 163