ისწავლე ჩვენთან და მიიღე შესაძლებლობა გაემგზავრო მილანში
ინტერიერის დიზაინის კურსის შეხვედრები
კურსი 7 თვის განმავლობაში მოიცავს:36 ლექციას, 5 გასვლით შეხვედრას, 2 ვორქშოფს და 2.5 თვიან პრაქტიკას.
ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტის კურსის მიზანი
ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.
ინტერიერის დიზაინის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
არქიტექტურის,ინტერიერის დიზაინისა და ხელოვნებათმცდონეობის ძირითადი პრინციპები:სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ხელოვნებათმცოდნეობის ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს;
პროგრამები:სტუდენტები დაეუფლებიან ARCHICAD-ს, 3Ds Max-ისა და Sketchup-ის პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში;
ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა:სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა მოამზადონ და მართონ ტექნიკური დოკუმენტაცია;
სტილისტიკის ცოდნა:სტუდენტები შეძლებენ დაარეგულირონ და გაარჩიონ სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები;
კომუნიკაციის უნარები:სტუდენტები ისწავლიან, თუ როგორ უნდა წარმართონ კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან;
პროექტის მართვა:სტუდენტები შეძლებენ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს;
ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება:სტუდენტები დაეუფლებიან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს;
პერსონალური ბრენდის შექმნა:სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას;
ტენდენციების ანალიზი:სტუდენტები ისწავლიან, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.
დარეგისტრირდი ახლავე და გახდი ინდუსტრიის წამყვანი ინტერიერის დიზაინერი