✦ ისწავლე ჩვენთან, დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე შესაძლებლობა, დაესწრო მილანის ყოველწლიურ, ავეჯისა და დიზაინის გამოფენის კვირეულს ✦
✦ ინტერიერის დიზაინის კურსის შეხვედრები
კურსი 7 თვის განმავლობაში მოიცავს: 36 ლექციას, 5 გასვლით შეხვედრას, 2 ვორქშოფს და 2.5 თვიან პრაქტიკას.
✦ ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტის კურსის მიზანი
ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.
✦ ინტერიერის დიზაინის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ხელოვნებათმცდონეობის ძირითადი პრინციპები: სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ხელოვნებათმცოდნეობის ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს;
- პროგრამები: სტუდენტები დაეუფლებიან ARCHICAD-ს, 3Ds Max-ისა და Sketchup-ის პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში;
- ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა მოამზადონ და მართონ ტექნიკური დოკუმენტაცია;
- სტილისტიკის ცოდნა: სტუდენტები შეძლებენ დაარეგულირონ და გაარჩიონ სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები;
- კომუნიკაციის უნარები: სტუდენტები ისწავლიან, თუ როგორ უნდა წარმართონ კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან;
- პროექტის მართვა: სტუდენტები შეძლებენ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს;
- ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება: სტუდენტები დაეუფლებიან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს;
- პერსონალური ბრენდის შექმნა: სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას;
- ტენდენციების ანალიზი: სტუდენტები ისწავლიან, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.
✦ინტერიერის დიზაინის ტექნიკური წინაპირობები
ტექნიკური წინაპირობები:
- Windows 10, 11
- Apple-ს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია Windows-ის ჩაწერა, დამატებით macOS-თან ერთად.
- სასურველია ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი):
- CPU - პროცესორი i5, i7 მე-6 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD ან MAC
- RAM - ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 16GB და ზევით
- GPU - ვიდეო ბარათი 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება. NVIDIA GTX 960 და ზევით ან ექვივალენტური AMD და ზევით
- მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი არ არის საკმარისი
▌ლექტორები
დავით კავლელაშვილი
- დავითმა ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის განვითარებამდე აღმოაჩინა მისი ინტერესი, ამ სფეროს მიმართ და უკვე 9 წელია აქტიურად პოზიციონირებს ამ სფეროში. სწორედ მას ეკუთვნის ამავე ინდუსტრიის, არაერთი წარმატებით რეალიზებული პროექტი;
- დავითის კარიერული განვითარება მრავალპროფილურია, საჯარო უწყებაში ლოჯისტიკისა და გადაზიდვების სპეციალისტი - 20 წლიანი გამოცდილებით, რის შედეგადაც დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური საკითხების მართვის მიმართულებით. კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, დავითს ჩამოუყალიბდა განსაკუთრებული მენეჯერული და ბაზრის მოთხოვნებზე, როგორც ადაპტაციური, ასევე მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის უნარი, რაც შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განვითარდეს, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად. სწორედ, ამიტომ დავითს 6 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და გაყიდვების, ასევე ტოპ მენეჯმენტის მიმართულებით. დღესდღეობით კონსულტირებას აქტიურად უწევს სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ ადამიანებს, მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით;
- მუდმივი სწავლა და განვითარება დავითის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, შესაბამისად განუწყვეტლად ცდილობს მიღებული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც.
- დავითმა, Art Line Studio-ს გუნდთან ერთად 3 წლის წინ სრულფასოვანი სასწავლო პროგრამით, სტუდენტების პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული საწავლო კურსი ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი“ შექმნა , რომელიც ახალი სეზონიდან და ახალ სასწავლო პლატფორმაზე - Art Line Academy-ში გაგრძელდება.
გიორგი კოპაძე
- არქიტექტორი (მაგისტრის ხარისხი), 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორულ დარგში, როგორც საოფისე ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით;
- გიორგიმ არქიტექტურის თანამდებობაზე მუშაობა თავდაპირველად საპროექტო ორგანიზაცია “მეგალითი”-ში დაიწყო, სადაც მან პროფესიონალი გუნდის ხელშეწყობით დეტალურად შეისწავლა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობები და ნორმატიული აქტები, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით რეალიზებისთვის;
- აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციაში 6 წლიან სამუშაო პროცესში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა სპეციფიკისა და სირთულის მქონე შენობა-ნაგებობებზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამრეწველო მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს მრავალპროფილური ცოდნის გაღრმავებას სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მასალებთან მიმართებაში;
- 2022 წლიდან გიორგიმ არქიტექტორული საქმიანობა განაგრძო Art Line Studio-ში, სადაც შეიქმნა არაერთი საინტერესო და გამორჩეული პროექტი. Art Line Studio-ში, გაერთიანებულია, როგორც არქიტექტურული საქმიანობა, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულება, რამაც თითოეული პროექტი უფრო სრულყოფილი გახადა. პარალელურად გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ურბანულ და არქიტექტორულ-ექსპერიმენტულ ვორქშოფში, ასევე ათობით სახელმწიფო და კერძო დაკვეთაზე. ამ ყველაფერთან ერთად, ის დღემდე აგრძელებს სწავლასა და განვითარებას, რადგან არქიტექტურა ეს ის სფეროა, სადაც სწავლა და ახალი აღმოჩენები ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია.
სესილი ცარციძე
- სესილი ცარციძე არის ხელოვნებათმცოდნე, ინტერიერის დიზაინერი და მხატვარი, რომლის პროფესიული საქმიანობა სრულად უკავშირდება ხელოვნებას, ვიზუალურ კულტურასა და სივრცის ესთეტიკას.
- მან დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების მეცნიერებათა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ხელოვნების ისტორია, სტილისტური მიმდინარეობები და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა თანამედროვე ვიზუალურ გარემოში.
- ამის პარალელურად, სესილისთვის მნიშვნელოვანი იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სივრცეში გადატანა, რის შედეგადაც პროფესიული საქმიანობა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით განაგრძო. უკვე აქტიურად მუშაობს ინტერიერის დიზაინის სფეროში, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სივრცის ფუნქციურ, ესთეტიკურ და სტილისტურ გააზრებას. მისი საქმიანობა აერთიანებს როგორც თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს, ასევე ისტორიული და მხატვრული სტილების ინტერიერში ინტერპრეტაციის პრინციპებს.
- როგორც მხატვრისთვის, მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ფორმის, ფერის, კომპოზიციისა და ვიზუალური აღქმის ურთიერთკავშირი, რაც მის პროფესიულ ხედვასა და სასწავლო პროცესშიც მკაფიოდ აისახება.
- სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან იმ ისტორიულ ეპოქებსა და მხატვრულ მიმდინარეობებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ინტერიერის დიზაინის განვითარებაზე — ანტიკურობიდან თანამედროვე სტილებამდე. კურსი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ სტილების პრაქტიკულ გამოყენებასა და მათ თანამედროვე სივრცეებში ადაპტაციაზე.
- ლექციების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფორმის, ფერის, მასალების, დეკორისა და სივრცის ორგანიზების პრინციპებს, რაც სტუდენტებს დაეხმარება სტილისტური ხედვის ჩამოყალიბებასა და ინტერიერის პროფესიულ ანალიზში.
- სესილისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება თანამედროვე, პრაქტიკულ და ვიზუალურად საინტერესო ფორმატში, სადაც ისტორია წარმოდგენილია არა როგორც მხოლოდ თეორიული დისციპლინა, არამედ როგორც ინტერიერის დიზაინის შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველი.
გიორგი კავლელაშვილი
- Art Line Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერი და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი და თანაავტორი. არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში 6 წლიანი გამოცდილება და ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმატებული სასწავლო კურსის „ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი“ შეუცვლელი ლექტორი.
- აღნიშნული ორი პროფესიის ერთიანობა მას კონცეფციურად ერთიანი და ჰარმონიული პროექტების შექმნაში ეხმარება;
- გიორგისთვის მუდმივი განათლება და განვითარება მთავარი მოტივატორია კარიერულ გზაზე, სწორედ ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გაუზიაროს სხვა ადამიანებს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მისი საქმიანობის დროს დააგროვა.
ანი ჯეირანაშვილი
- სოციოლოგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი, ამ სფეროში 6 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- ანას კარიერა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რისი საშუალებითაც მარტივად აიდენტიფიცირებს ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს;
- სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ ნათლად დაინახა, რომ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და მის მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს - ადამიანებთან კომუნიკაციაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სფეროში მისი კარიერა Art Line Studio-ში იწყება, სადაც პროექტების მართვის მენეჯერის და შემდგომში აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციას იკავებს;
- ანასთვის მთავარ მამოძრავებელ ძალას მუდმივი პიროვნული განვითარება წარმოადგენს. როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვებით, ეფექტური საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებით და ჯანსაღი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებით, Art Line Studio ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე, ინტერიერის დიზაინის სფეროში, რასაც ცხადყოფს დასრულებული პროექტების რაოდენობა და კმაყოფილ მომხმარებელთა შეფასება;
- ანას აზრით, კომპანიის, როგორც ბრენდის წარმატება და სამომავლო განვითარების პერსპექტივა ფუნდამენტურად დამოკიდებულია ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, დაწყებული პოტენციურ მომხმარებლებთან პირველი კომუნიკაციით, დამთავრებული მარკეტინგული კამპანიებით;
- ის თვლის, რომ მუდმივი განათლების, საერთაშორისო პრაქტიკის ტენდენციების შესწავლით და ამ საქმის სიყვარულის საფუძველზე, დროული და ეფექტურია მისი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არტ ლაინ აკადემიის სტუდენტებთან.
- ანა ორიენტირებულია მუდმივად განვითარებასა და განათლებაზე, სამაგისტრო პროგრამაზე, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალიზირებული განათლების მიღების მიზნით, ანა გაემგზავრა ქ. რომში, სადაც სწავლა განაგრძო Sapienza University of Rome-ში.
▌კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი
551 165 162
551 165 163
#ArtLineStudio #ArtLineAcademy
#interior #design #Course