
▌Art Line Studio - არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საპროექტო სტუდიაა, რომელიც მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც პროექტირების, აგრეთვე პროექტების რეალიზების მიმართულებით.
- Art Line Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერები წლებია, ქმნიან დამკვეთის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროექტებს და მაღალი გამოცდილებით გამოირჩევიან, რაც გუნდს გამოარჩევს პრაქტიკული ცოდნითა და შესაძლებლობებით.
▌ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასწავლო კურსის ,,ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტი“ს სრულყოფილი პროფესიული სასწავლო პროგრამა - 200-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა, რომელთა უმეტესობამაც უკვე შეძლო დიზაინის ინდუსტრიაში, საკუთარი სახელის დამკვიდრება და საკუთარი ცოდნის სანაცვლოდ - შემოსავლების ზრდა.
▌Art Line Academy - პროფილური საგანმანათლებლო სივრცეა, რომლის მიზანიც წარმოადგენს მაღალი ხარისხის სწავლებით დაინტერესებული სტუდენტების - პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და მათ ქართულ ბაზარზე ინტეგრაციას.
▌ჩვენ ვასწავლით პროფესიას და არა მხოლოდ პროგრამებს. ინტერიერის დიზაინერი არ არის ადამიანი, რომელმაც მხოლოდ 3Ds Max-ის, ან ArchiCAD-ის პროგრამების გამოყენება იცის. პროფესიონალმა უნდა შეძლოს სივრცის გააზრება, კონცეფციის შექმნა, ფუნქციური დაგეგმარება, სტილის შერჩევა, მასალების გამოყენება, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, ბიუჯეტის მართვა და საბოლოოდ სარემონტო სექტორთან ურთიერთობით, საკუთარი პროექტის რეალიზება.
▌სწორედ ამიტომ ჩვენი პროგრამა აერთიანებს ინტერიერის დიზაინს, არქიტექტურის საფუძვლებს, ხელოვნებათმცოდნეობასა და მენეჯმენტს.
პროგრამა შექმნილია პროფესიული სპეციფიკიდან და ინდუსტრიის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
▌Art Line Academy-ის სასწავლო პროგრამა - 3 წლის წინ ჩამოყალიბდა, Art Line Studio-ს გუნდის მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, შემდეგ კი წლების განმავლობაში ვითარდებოდა და იხვეწებოდა.
▌ამიტომ სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ იმას, „როგორ უნდა გამოიყურებოდეს ინტერიერი“, არამედ - როგორ იქმნება და იმართება რეალური დიზაინ-პროექტი.
▌სწორედ სისტემური და თანმიმდევრული სასწავლო პროცესი, სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას განსხვავბული თვალით შეხედოს პროფესიას, დაამუშაოს პროფესიასთან თანმდევი სირთულეები და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბაზარზე წარმოდგენილი სხვადასხვა მოკლე კურსებით დახუნძლული საგანმანათლებლო სასწავლებლების (არაპრაქტიკოსი) ლექტორების მიერ გაცემული პროგრამული ცოდნით, რადგანაც დაინტერესებული პირი მოკლევადიანი კურსით, ინტერიერის დიზაინერად, რამდენიმე კვირაში ვერ ჩამოყალიბდება.
▌პროფესიის შესწავლას სჭირდება დრო, პრაქტიკა, შეცდომების დაშვება, მათი გამოსწორება და მიღებული ცოდნის რეალურ დავალებებში გამოყენება.
▌Art Line Academy-ში სტუდენტი სწავლობს იმასაც, რაც პროფესიულ საქმიანობაში ხშირად ყველაზე რთული ნაწილია:
▌სტუდენტები ხშირ შემთხვევაში გაურკვეველ კურსებზე ეუფლებიან ისეთ პროგრამებს, როგორიცაა Archicad, 3Ds Max და SketchUp.
პირდაპირ გეტყვით: პროგრამა არ არის პროფესია.
პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც დიზაინერმა საკუთარი პროფესიული იდეა უნდა გარდაქმნას რეალურ პროექტად.
▌Art Line Academy-ის სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე სპეციალისტები - ინტერიერის დიზაინერები, არქიტექტორები, მენეჯმენტისა და კომუნიკაციების მიმართულების პროფესიონალები.
ეს სტუდენტს საშუალებას აძლევს, ერთი სფერო მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან არ დაინახოს.
დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის. დიზაინი არის ფუნქცია, ტექნოლოგია, კომუნიკაცია, ბიზნესი და პასუხისმგებლობა.
ჩვენი სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, მისი ისტორიაა.
კურსმა ბოლო სამი წლის განმავლობაში: 9 სასწავლო ჯგუფში დაახლოებით - 200 სტუდენტის პროფესიულ გადამზადებას შეუწყო ხელი, ხოლო კურსდამთავრებულების ნაწილი დღეს უკვე ქართულ და საერთაშორისო ბაზარზეა დასაქმებული, როგორც დამოუკიდებელ დიზაინერებად, სტუდიებში, ბიზნესსა, თუ კომერციულ სექტორში.
▌ეს ნიშნავს, რომ პროგრამის შეფასება მხოლოდ სილაბუსით არ უნდა მოხდეს. შედეგი ჩვენი კურსდამთავრებულების პროფესიულ გზაშიც ჩანს.
▌ჩვენი მიზანი არ არის სტუდენტისთვის უბრალოდ სერტიფიკატის გაცემა, თუ სტუდენტი არ სწავლობს, აცდენს ლექციებს და არ ასრულებს პრაქტიკულ დავალებებს ჩვენ ასეთ სტუდენტზე არ გავცემთ სერთიფიკატს, თუმცა სტუდენტს ეძლევა საშუალება გადააბაროს დავალებები, დაამტკიცოს მიღებული ცოდნა და ამის შემდეგ მიიღოს პროფესიული სერთიფიკატი.
▌რატომ Art Line Academy?
იმიტომ, რომ თუ ინტერიერის დიზაინის სწავლას გადაწყვეტ, უნდა აირჩიო არა უბრალოდ კურსი, არამედ სისტემა, რომელიც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება.
▌Art Line Academy-ის მთავარი განსხვავება ერთი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს - პრაქტიკა.
და მთავარი - პროფესიის სწავლა თავიდან ბოლომდე, ანუ ჩვენთან ისწავლით იმას - რასაც სხვაგან უბრალოდ არ, ან ვერ გასწავლიან.
ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ იმას, როგორ შექმნა ლამაზი რენდერი, ან ანიმაცია.
ჩვენ გასწავლით, თუ როგორ გახდე მაღალანაზღაურებადი ინტერიერის დიზაინერი
▌ამიტომაც სანამ გადაწყვეტ, სად დაეუფლო სრულყოფილად პროფესიას, არ ენდო მარკეტინგულ ხრიკებს და შეფუთულ სილაბუსს - გაარკვიე ვინ და რა გამოცდილების ლექტორ(ებ)ი გასწავლიან, გააჩნია თუ არა ლექტორს საკუთარი შექმნილი პროექტების შესაბამისად - რეალიზებული პროექტები, რადგანაც რენდერს დღეს ხელოვნური ინტელექტიც აგენერირებს, მოითხოვე მათი პორტფოლიო და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება სად შეისწავლი პროფესიას.
▌ პროფესიული სასწავლო კურსის შესახებ
✦ ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი

▌Art Line Academy
დაეუფლე პროფესიას, შექმენი საკუთარი ხელწერა და დაიმკვიდრე ადგილი ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში.
ახლა შენი წარმატების დროა.
დამფუძნებელი, სტუდიის მთავარი დიზაინერი და მრავალი რეალიზებული დიზაინ-პროექტის ავტორი, აკადემიის პრაქტიკოსი ლექტორი და არაერთი პროფესიული ჯილდოს მფლობელი.
დავით კავლელაშვილი
▌რა განასხვავებს ბაზარზე არსებული საგანმანათლებლო სუბიექტებისგან - Art Line Academy-ს?!