
🚀 კურსდამთავრებული, რომელიც უმაღლესი ქულებით დაასრულებს ''ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტი''ს კურსს, მიიღებს შესაძლებლობას გაემგზავროს მილანში, ავეჯისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენის კვირეულზე.
მორიგი ,,ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტი"-ს - 7 თვიანი სასწავლო კურსი, 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
🚀 ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩვენი კურსდამთავრებულები თამამად აგრძელებენ ინდუსტრიაში საკუთარ კარიერას, როგორც ქართულ აგრეთვე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი კურდამთავრებულები, აგრეთვე დასაქმდნენ შოურუმების, სარემონტო კომპანიებსა, თუ ავეჯის წარმოების საამქროებში, დიზაინერის პოზიციაზე. ბევრმა მათგანმა საკუთარი კარიერა განაგრძო, პერსონალური ინტერიერის დიზაინერის სტატუსით, ან კოლაბორაციული სტუდიური პრინციპით.
🤝 კომპლექსური კურსი შექმნილია Art Line Studio-სა და Art Line Academy-ის კოლაბორაციით, რაც ჩვენს სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ინდუსტრიის წამყვანი, პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით, ინტერიერის დიზაინერის პროფესიას სრულყოფილად დაეუფლონ.
🔹 36 შეხვედრა და 72 სალექციო საათი + 2.5 თვიანი პრაქტიკა.
🔹 ობიექტებსა და შოურუმებში ვიზიტი.
🔹 2 დიზაინ-პროექტი - სტუდენტის პორტფოლიოს ფორმირებისთვის.
🚀 თუ ამ სფეროში გსურს კარიერული განვითარება, არ გამოტოვო შანსი - დაიწყე სწავლა Art Line Academy-ში 2026 წლის სექტემბრიდან.
📩 რეგისტრაციის ბმული: https://artlinegroup.ge/courses/179-interior-design.html
ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კომპლექსური კურსი, მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.
🔹არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ხელოვნებათმცდონეობის ძირითადი პრინციპები: სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ხელოვნებათმცოდნეობის ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს;
🔹პროგრამები: სტუდენტები დაეუფლებიან ARCHICAD-ს, 3Ds Max-ისა და Sketchup-ის პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში;
🔹ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა მოამზადონ და მართონ ტექნიკური დოკუმენტაცია;
🔹სტილისტიკის ცოდნა: სტუდენტები შეძლებენ დაარეგულირონ და გაარჩიონ სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები;
🔹კომუნიკაციის უნარები: სტუდენტები ისწავლიან, თუ როგორ უნდა წარმართონ კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან;
🔹პროექტის მართვა: სტუდენტები შეძლებენ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს;
🔹ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება: სტუდენტები დაეუფლებიან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს;
🔹პერსონალური ბრენდის შექმნა: სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას;
🔹ტენდენციების ანალიზი: სტუდენტები ისწავლიან, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.
📩 სილაბუსის მისაღებად და დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://artlinegroup.ge/courses/179-interior-design.html
ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე: (+ 995) 551 165 162 / 551 165 163

სასწავლო კურსი: ''ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი", 2026 წლის სექტემბრიდან სასწავლო პროცესს, Art Line Academy-ს პლატფორმიდან განაგრძობს.