საქართველოში N1 ლიდერი სასწავლო კურსი: ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი", ახალი სეზონიდან ლექციებს - Art Line Academy-ში წარმართავს.
სასწავლო კურსმა ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი" გასული 3 წლის განმავლობაში, წარმატებით უზრუნველყო - 9 სასწავლო ჯგუფის 200-მდე სტუდენტის პროფესიული გადამზადება. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით ოპერირებენ როგორც ქართულ ბაზარზე, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც დამოუკიდებელ ინტერიერის დიზაინერებად, აგრეთვე სტუდიურ, ბიზნეს და კომერციულ სექტორებში.
გაძლიერებული 7 თვიანი სასწავლო კურსი, შედგება ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის მოდულების შეკავშირებით, ჩამოყალიბებული სპეციალური პროგრამისგან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სრულყოფილად დაეუფლონ ინტერიერის დიზაინერის პროფესიას, რათა შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები, უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან, თუ შოურუმებთან და რაც მთავარია, აწარმოონ საავტორო დიზაინ-პროექტების რეალიზებისთვის ეფექტური მენეჯმენტი.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი ლექტორების ინდივიდუალური მიდგომები, ხელს უწყობს როგორც სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, პროფესიული ბრენდის შექმნას.
ჩვენი კურსის გაცხადებული მიზანი - არის და იქნება, სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბება და მათი ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში ინტეგრაცია, სწორედ ამიტომ სასწავლო კურსი ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი", ახალ სეზონს (სექტემბერი) - ,,Art Line Academy"-ში განაგრძობს.
Art Line Academy-ის უპრეცედენტო და საინტერესო სიახლეების შესახებ, ფართო საზოგადოებისთვის სულ მალე გახდება ცნობილი.
დაინტერესებული პირებისთვის კურსზე რეგისტრაცია - 2026 წლის 15 ივლისიდან დაიწყება.