2025 წლის 10 თებერვლიდან - მორიგი ,,ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტი"-ს - 7 თვიანი სასწავლო პროგრამა დაიწყება;
https://www.facebook.com/share/v/161XyW8Ykd/?mibextid=oFDknk
🤝 კურსი შექმნილია Smart Academy • სმარტ აკადემია-ისა და Art Line Group • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინის კოლაბორაციით და გაძლევს რეალურ გამოცდილებას ინტერიერის დიზაინის სფეროში.
🔹 54 სალექციო საათი + 3.5 თვიანი პრაქტიკა
🔹 ობიექტებსა და შოურუმებში ვიზიტი
🔹 4 დიზაინ-პროექტი შენი პორტფოლიოსთვის
🚀 თუ ამ სფეროში გსურს კარიერული განვითარება, არ გამოტოვო შანსი - დაიწყე სწავლა 10 თებერვლიდან.
📩 განაცხადის შევსება:
🔗 https://smartacademy.ge/trainings/115
კურსის შეხვედრები
კურსი მოიცავს 27 სალექციო შეხვედრას და 3 თვიან პრაქტიკას.
კურსის მიზანი
ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- არქიტექტურის და დიზაინის ძირითადი პრინციპები: სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს;
- პროგრამები: სტუდენტები დაეუფლებიან ARCHICAD-ს, 3Ds Max-ს და Sketchup პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში;
- ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა მოამზადონ და მართონ ტექნიკური დოკუმენტაცია;
- სტილისტიკის ცოდნა: სტუდენტები შეძლებენ დაარეგულირონ და გაარჩიონ სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები;
- კომუნიკაციის უნარები: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან;
- პროექტის მართვა: სტუდენტები შეძლებენ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს;
- ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება: სტუდენტები დაეუფლებიან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს;
- პერსონალური ბრენდის შექმნა: სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას;
- ტენდენციების ანალიზი: სტუდენტები ისწავლიან, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.
ინტერიერის დიზაინის ტექნიკური წინაპირობები
ტექნიკური წინაპირობები:
- Windows 8.1, 10, 11
- Apple-ს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია Windows-ის ჩაწერა, დამატებით macOS-თან ერთად.
- სასურველია ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი):
- CPU - პროცესორი i3, i5, i7 მე-6 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD ან MAC.
- RAM - ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 8GB და ზევით.
- GPU - ვიდეო ბარათი 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება. NVIDIA GTX 960 და ზევით ან ექვივალენტური AMD და ზევით.
- მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი არ არის საკმარისი.
ლექტორები
დავით კავლელაშვილი
- საჯარო უწყებაში ლოჯისტიკისა და გადაზიდვების სპეციალისტი 18 წლიანი გამოცდილებით, რის შედეგადაც დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური საკითხების მართვის მიმართულებით. კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, დავითს ჩამოუყალიბდა განსაკუთრებული მენეჯერული და ბაზრის მოთხოვნებზე, როგორც ადაპტაციური ასევე მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის უნარი;
- დავითმა ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის განვითარებამდე აღმოაჩინა მისი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და უკვე 6 წელია აქტიურად პოზიციონირებს ამ სფეროში. სწორედ მას ეკუთვნის ამავე ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტები;
- მისი კარიერული განვითარება მრავალპროფილურია, რაც შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განვითარდეს, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად. სწორედ, ამიტომ, დავითს 3 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და გაყიდვების, ასევე ტოპ მენეჯმენტის მიმართულებით. დღესდღეობით კონსულტირებას აქტიურად უწევს სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ ადამიანებს მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით;
- მუდმივი სწავლა და განვითარება დავითის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, შესაბამისად მუდმივად ცდილობს მიღებული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც, ახლა კი უკვე სმარტ აკადემიის სტუდენტებსაც.
გიორგი კავლელაშვილი
- Art Line Group-ის ინტერიერის დიზაინერი და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი და თანაავტორი. არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში 4 წლიანი გამოცდილება, აღნიშნული ორი პროფესიის ერთიანობა მას კონცეფციურად ერთიანი და ჰარმონიული პროექტების შექმნაში ეხმარება;
- გიორგისთვის მუდმივი განათლება და განვითარება მთავარი მოტივატორია კარიერულ გზაზე, სწორედ ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გაუზიაროს სხვა ადამიანებს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება , რომელიც მისი საქმიანობის დროს დააგროვა.
გიორგი კოპაძე
- არქიტექტორი (მაგისტრის ხარისხი), 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორულ დარგში, როგორც საოფისე ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით;
- გიორგიმ არქიტექტურის თანამდებობაზე მუშაობა თავდაპირველად საპროექტო ორგანიზაცია “მეგალითი”- ში დაიწყო, სადაც მან პროფესიონალი გუნდის ხელშეწყობით დეტალურად შეისწავლა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობები და ნორმატიული აქტები, რაც საჭიროა პროექტის რეალიზებისთვის;
- აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციაში 5 წლიან სამუშაო პროცესში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა სპეციფიკისა და სირთულის მქონე შენობა-ნაგებობებზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამრეწველო მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს მრავალპროფილური? ცოდნის გაღრმავებას სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მასალებთან მიმართებაში;
- 2022 წლიდან გიორგიმ არქიტექტორული საქმიანობა განაგრძო Art Line Group-ში, სადაც შეიქმნა არაერთი საინტერესო და გამორჩეული პროექტი. ALG-ში, გაერთიანებულია, როგორც არქიტექტორული საქმიანობა, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულება, რამაც თითოეული პროექტი უფრო სრულყოფილი გახადა. პარალელურად გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ურბანულსა და არქიტექტორულ-ექსპერიმენტულ ვორქშოფში, ასევე ათობით სახელმწიფო და კერძო დაკვეთაზე. ამ ყველაფერთან ერთად, ის დღემდე აგრძელებს სწავლასა და განვითარებას, რადგან არქიტექტურა ეს ის სფეროა, სადაც სწავლა და ახალი აღმოჩენები ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია.
ანი ჯეირანაშვილი
- სოციოლოგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი, ამ სფეროში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- ანას კარიერა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რისი საშუალებითაც მარტივად აიდენტიფიცირებს ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს;
- სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ ნათლად დაინახა, რომ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და მის მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს - ადამიანებთან კომუნიკაციაა.სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სფეროში მისი კარიერა Art Line Group-ში იწყება, სადაც პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციას იკავებს;
- ანასთვის მთავარ მამოძრავებელ ძალას მუდმივი პიროვნული განვითარება წარმოადგენს. როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვებით, ეფექტური საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებით და ჯანსაღი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებით, Art Line Group ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე, ინტერიერის დიზაინის სფეროში, რასაც ცხადყოფს დასრულებული პროექტების რაოდენობა და კმაყოფილ მომხმარებელთა შეფასება;
- ანას აზრით, კომპანიის, როგორც ბრენდის წარმატება და სამომავლო განვითარების პერსპექტივა ფუნდამენტურად დამოკიდებულია ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, დაწყებული პოტენციურ მომხმარებლებთან პირველი კომუნიკაციით, დამთავრებული მარკეტინგული კამპანიებით;
- ის თვლის, რომ მუდმივი განათლების, საერთაშორისო პრაქტიკის ტენდენციების შესწავლით და ამ საქმის სიყვარულის საფუძველზე, დროული და ეფექტურია მისი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სმარტ აკადემიის სტუდენტებთან.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაუკავშირდით:
![]()