• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    ისწავლე ჩვენთან - შენი წარმატების დროა!
    თქვენი სივრცის დიზაინი - იქმნება სწორედ აქ!

    წესები და პირობები

    წესები და პირობები / უსაფრთხოების პოლიტიკა


    გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

     

    ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს ,,არტ ლაინ ჯგუფი"ს კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის თანხმობის გარეშე.


    კომპანიის წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფინდენციალურობის პოლიტიკას.

                                                                                                                                                                                                                                                               

    თქვენ იმყოფებით Art Line Studio-სა და Academy-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://artlinegroup.ge/).                                                                                                     
    გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს. ვებ-გვერდზე შესვლითა და სარგებლობით, ავტომატურად ეთანხმებით ამ დოკუმენტის შინაარსს.

    დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას თქვენსა და შპს „Art Line Group“-ს (შემდგომში – „კომპანია“) შორის და არეგულირებს თქვენს უფლებებსა და ვალდებულებებს კომპანიის მომსახურების მიღებისას.                                                                                                                                                                                   

    წესები და პირობები                                                                                                                                                                                                                                

    ეს  წესები და პირობები (შემდგომში : „შეთანხმება“) აფუძნებს საკონტრაქტო ურთიერთობას თქვენსა და შპს „Art Line Group“ (შემდგომში: Art Line Academy) შორის. 

    1. ტერმინთა განმარტება
      1. ,,კომპანია/Art Line Academy/არტ ლაინ აკადემია“ –  შპს „არტ ლაინ ჯგუფი”.
      2. ,,მომხმარებელი“ –  ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
      3. ,,მომსახურება“ –  კომპანია აწვდის სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სასწავლო მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს:                                                                                                                                                                                              

    (ა) არაანაზღაურებელი მომსახურებისთვის შექმნილი ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალის ვებ-გვერდზე განთავსებას;

    (ბ) ანაზღაურებადი სასწავლო მომსახურების ფარგლებში მომხმარებლისთვის შესაბამისი ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით;

    (გ) ვებ-გვერდზე ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტური და ვიდეომასალის განთავსებას, რაც შეიძლება მოიცავდეს გრაფიკულ ნამუშევრებს, დიზაინს, ფოტომასალას, ბლოგ-პოსტებსა და ანიმაციებს (შემდგომში – „ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).                                                                                                                                     

    1. “სასწავლო კურსი” – მომხმარებლის მიერ არჩეული სასწავლო კურსი შემოთავაზებული კომპანიის მიერ. სასწავლო კურსი მოიცავს როგორც ფასიან ასევე უფასო კურსებს და მასტერკლასებს. 
    2. მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.
    3. მხარე/მხარეები- მხარედ/მხარეებად მოიხსენიება მომხმარებელი და კომპანია.
    4. „პერსონალური მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით.
    5. „მონაცემთა დამუშავება” - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
    6. “მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა” − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ,  როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტით.
    7. „მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ – პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანსა და საშუალებებს, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით.
    8. „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი” – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით.
    9. „მონაცემთა სუბიექტი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
    10. „მონაცემთა დამუშავება“ – გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება პერსონალური მონაცემების გამოყენება, მათ შორის, მათ შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ორგანიზებას, დაჯგუფებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, ან განადგურებას. დამუშავება აგრეთვე მოიცავს პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
    11. „მონაცემთა გადაცემა“ – ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერ ფორმით გაზიარებას მესამე პირისათვის და, ასევე, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქვეკონტრაქტის დადებას და მესამე მხარისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას.                                                                                                                                                                                                                                                                            
    1. შესავალი
      1. “არტ ლაინ აკადემიის” მიზანი
        1. ,,არტ ლაინ აკადემია“ არის განათლებისა და ონლაინ/ოფლაინ სწავლების აკადემია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან კურსებს სხვადასხვა მიმართულებით. მისი მიზანია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა განავითაროს ცოდნა და უნარები.
        2. „არტ ლაინ აკადემიის” ვებ-გვერდი განკუთვნილია სტუდიური პროექტების სიახლეებისა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, კერძოდ, კურსების შეძენისა და სწავლისთვის. მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს ვებ გვერდი მხოლოდ ამ მიზნებისათვის და არ მოახდინოს მისი არაკანონიერი, ან არაეთიკური გამოყენება.
      2. კომპანიის სრული სახელი და ინფორმაცია:                                                                                                                                                                                          

    კომპანიის დასახელება: შპს ,,არტ ლაინ ჯგუფი”                                                                                                                                                                                               

    საიდენტიფიკაციო კოდი: 404818603                                                                                                                                                                                                                 

    ელ. ფოსტა: edu@artline-academy.info                                                                                                                                                                                                                                                                

    ტელეფონი: (+995) 551 165 162; 551 165 163;

    მისამართი: მოსკოვის გამზირი 13, თბილისი, 0137, საქართველო

    ვებ-გვერდი : https://artlinegroup.ge/

    1. ვებ გვერდის მისამართი
    2. ,,არტ ლაინ აკადემიის” ოფიციალური მისამართია  https://artlinegroup.ge/ საგანმანათლებლო ბმული https://artlinegroup.ge/courses (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“)  მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ყოველთვის სწორ მისამართზე შედის, რათა თავიდან აიცილოს ფიშინგის ან სხვა ტიპის კიბერთაღლითობის მცდელობები.
    3. ვებ-გვერდის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია „Art Line Studio“ და „Art Line Academy“ მომსახურებების, შეთავაზებებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რაც მათ საშუალებას აძლევს მარტივად გაეცნონ და მიიღონ საჭირო სიახლეები, პროექტირებისა, თუ საგანმანათლებლო სერვისები.
    4. ვებ-გვერდზე განთავსებული სიახლეები, კამპანიები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია ხელს უწყობს მომხმარებლებისთვის საჭირო და მათ ინტერესებზე მორგებული კონტენტის მიწოდებას. 
    1.  სასწრავლო კურსზე რეგისტრაცია                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            
    1.  სასწავლო კურსი
    1. მომხმარებლის მიერ სასწავლო კურსზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს სასურველი სასწავლო კურსი. 
    2. სასურველი სასწავლო კურსის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია სასურველ კურსზე. 
    3. სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გულისხმობს, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს, პერსონალური მონაცემების შესახებ შეთანხმებას. 
    4. სასწავლო კურსის ჩატარების/წარმართვის ფორმატის შესახებ სასწავლო კურსის აღწერაში (სილაბუსი) იქნება მითითება. 
    5. მომხმარებლის მიერ სასწავლო კურსზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება ფასიანი სასწავლო კურსის შეძენის შესახებ ინფორმაცია და მომხმარებლის მიერ არჩეული გადახდის ფორმის შესახებ ინფორმაცია. ელექტრონული ფოსტით მიეწოდება სწავლების პროცესის შესახებ ინფორმაცია. 
    6. “არტ ლაინ აკადემიის” მიერ შესაძლოა განხორციელდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რომელიც ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად. ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ განხორციელდეს სასწავლო კურსის აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შემდგომში გაზიარება კომპანიის სოციალურ არხებზე, ან/და სასწავლო კურსით დაინტერესებულ სხვა პირებზე.                                                                                                                                                                                                                                                                                                              
    1. მასტერკლასი
    1. მომხმარებლის მიერ მასტერკლასზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს სასურველი მასტერკლასი. 
    2. სასურველი მასტერკლასის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მასტერკლასზე.
    3. მასტერკლასზე რეგისტრაცია გულისხმობს, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს, პერსონალური მონაცემების შესახებ შეთანხმებას. 
    4. მასტერკლასის ჩატარების/წარმართვის ფორმატის შესახებ სასწავლო კურსის აღწერაში იქნება მითითება. 
    5. მომხმარებლის მიერ მასტერკლასზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება მასტერკლასის შესახებ შემდგომი ინფორმაცია: მასტერკლაზე დასწრების ღირებულება და გადახდის წესი; ღირებულების გადახდის ვადა და მასტერკლასის ჩატარების დრო და ფორმატი. ღირებულების გადახდის შემდგომ მომხმარებელს მიეწოდება მასტერკლასზე დასწრების საშუალება.
    6. “არტ ლაინ აკადემიის” მიერ შესაძლოა განხორციელდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რომელიც ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად. ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ განხორციელდეს მასტერკლასის აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შემდგომში გაზიარება კომპანიის სოციალურ არხებზე, ან/და სასწავლო კურსით დაინტერესებულ სხვა პირებზე.                                                                                                                                                                                                                                                                                                              
    1. გადახდისა და ანაზღაურების პოლიტიკა
      1. გადახდის მეთოდები
        1. ,,არტ ლაინ აკადემიის” მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ გადახდის მეთოდებს:
    2. პირდაპირი გადახდა ვებ გვერდიდან გამოყენებით საკრედიტო/სადებეტო ბარათების (Visa, MasterCard, American Express);
    3. ინვოისის მიხედვით საბანკო გადარიცხვა;
    4. კომპანიის ანგარიშზე თანხის პირდაპირი გადარიცხვა.
    5. თანხის დაბრუნების პოლიტიკა
      1. კურსის შეძენის შემდეგ თანხის დაბრუნება შესაძლებელია შემდეგი პირობების შესაბამისად:
      2. თუ კურსი გაუქმდა „არტ ლაინ აკადემიის” მიერ, სრულად გადახდილი თანხა დაუბრუნდება მომხმარებელს 5 სამუშაო დღის ვადაში;
      3. თუ სტუდენტმა ფასიანი კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა უარი თქვა კურსზე დასწრებაზე, დაბრუნდება მხოლოდ გადახდილი თანხის 50%. ამ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს წერილობითი მოთხოვნა edu@artline-academy.info -ზე;
      4. თუ სტუდენტმა მასტერკლასის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა უარი თქვა კურსზე დასწრებაზე, დაბრუნდება მხოლოდ გადახდილი თანხის 70%. ამ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს წერილობითი მოთხოვნა edu@artline-academy.info -ზე;
      5. ყველა სხვა შემთხვევაში, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა განიხილება ინდივიდუალურად, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილება მიიღება ,,არტ ლაინ აკადემიის” ადმინისტრაციის მიერ, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              
    1. არასრულწლოვან მომხმარებელთან დაკავშირებული პირობები
      1. მეურვის თანხმობა


    თუ არასრულწლოვანი (18 წელს მიუღწეველი პირი) სურს ,,არტ ლაინ აკადემიის”  სასწავლო კურსის შეძენა, იგი ვალდებულია მიიღოს და წარმოადგინოს მისი მშობლის, ან კანონიერი მეურვის თანხმობა. აღნიშნული თანხმობა უნდა ადასტურებდეს, რომ მეურვე ეთანხმება კურსის შეძენას და პასუხისმგებლობას იღებს შესაბამის ფინანსურ და სამართლებრივ ვალდებულებებზე.                                                                                                                                                                                                                

    1. პასუხისმგებლობა


    ,,არტ ლაინ აკადემია” არ აგებს პასუხს არასრულწლოვანის მიერ განხორციელებულ შეძენაზე, თუ იგი მოხდა მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე.                                                                                                                                                                                                                                                                                                           

    1. ,,არტ ლაინ აკადემიის”  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    1. მხარეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ თითოეული მომხმარებლის მიერ ვებ გვერდის წესებისა და პირობების დაცვა. თითოეული მხარე პატივს სცემს მომხმარებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას და მათ დამუშავებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    2. ,,არტ ლაინ აკადემია” ვალდებულია, მიიღოს ტექნიკური და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის სათანადო დაცვა. ეს მოიცავს მონაცემების შემთხვევითი, უკანონო, ან უნებართვო განადგურების, დაკარგვის, ცვლილების, გამჟღავნებისა, და გავრცელებისგან დაცვას.
    3. მხარეები ვალდებულნი არიან:
      1. დაიცვან ერთმანეთის კონფიდენციალური ინფორმაცია იმავე ხარისხის სიფრთხილით, როგორც საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაცია,
      2. არ გაამჟღავნონ/გადასცენ კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირებს, გარდა იმ თანამშრომლებისა და წარმომადგენლებისა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან და ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა,
      3. გამოიყენონ კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და უფლებების განსახორციელებლად.
    4. კონფიდენციალურ ინფორმაციად არ მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც:
      1. უკვე იყო მიმღების მფლობელობაში მისი მიღებამდე,
      2. საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი მხარეთა ბრალის გარეშე,
      3. კანონიერად იქნა მოპოვებული სხვა წყაროდან.
    5.  საქართველოს კანონმდევლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია წინასწარ აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნული ვალდებულების არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის გაკეთება აკრძალულია კანონით.               
    1. ხელშეკრულების ვადის ამოწურვა ან შეწყვეტა
      1. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემთხვევაში:
        1. ყველა უფლება და ვალდებულება, რომელიც შეწყვეტასთან ერთად უნდა დასრულდეს, დაუყოვნებლივ შეწყდება,
        2. მხარე ვალდებულია მოთხოვნის არსებობის საფუძველზე, დაუყოვნებლივ დააბრუნებს ან გაანადგურებს მეორე მხარის კონფიდენციალურ ინფორმაცია.                                                                                                                                                                                                                                                            
    1. ინტელექტუალური საკუთრებ
    1. ,,არტ ლაინ აკადემია” პატივს სცემს ინტელექტუალურ საკუთრებას და იტოვებს უფლებას გამოიყენოს ტექნოლოგიური საშუალებები საავტორო უფლებების დარღვევის პრევენციისა და გამოვლენისთვის.
    2. ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, მომსახურებაზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები, და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა ,,გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე. მომხმარებლის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს მოსთხოვოს ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.
    3. მომხმარებელი თანახმაა აუნაზღაუროს ,,არტ ლაინ აკადემიას” ნებისმიერი ზარალი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მომხმარებლის მიერ მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შედეგად.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
    1. სავაჭრო ნიშნები:

    ,,არტ ლაინ აკადემია” სახელი, ლოგო და სხვა სავაჭრო ნიშნები წარმოადგენს ,,არტ ლაინ აკადემიის” საკუთრებას. მომხმარებელს ეკრძალება ამ სავაჭრო ნიშნების გამოყენება ,,არტ ლაინ აკადემიის”  წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

    1. ფორს-მაჟორი

    არც ერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ან დაგვიანებით შესრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით, როგორიცაა: ბუნებრივი კატასტროფები, ომი, ტერორისტული აქტები, სამთავრობო შეზღუდვები, ინტერნეტის ან სხვა საკომუნიკაციო ქსელების მწყობრიდან გამოსვლა, ან სხვა გარემოებები, რომლებიც სცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

    1. პერსონალური მონაცმეები
      1. დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი: შპს ,,არტ ლაინ ჯგუფი”                                                                                                                                                     
      2. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი: შპს ,,არტ ლაინ ჯგუფი”                                                                                                                                                       
      3. მონაცემთა სუბიექტი: ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.                                                                                                                                                    
      4. ზოგადი პირობები
      5. ვებ-გვერდის გამოყენება და  ,,არტ ლაინ აკადემის”  მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება  პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
      6. წინამდებარე უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ადგენს, თუ როგორ ხდება კომპანიის მიერ მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების დამუშავება. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ყველა პერსონალურ მონაცემზე რომელსაც კომპანია ამუშავებს იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის მონაცემთა სუბიექტი.                                                                                                                                                                                                                     
      7. არტ ლაინ აკადემია ამუშავებს შემდგომ პერსონალურ მონაცემებს:                                                                                                                                            
    1. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სასწავლო კურსზე/მასტერკლასზე რეგისტრაციის ფაქტი.
    2. მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას: მისამართი, ელექტორნული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. 
    3. მომხმარებელსა და ,,არტ ლაინ აკადემია"ს შორის შემდგარი კომუნიკაციის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
    4. საჯარო წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას
    5. აუდიო - ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც შეიქმნა სასწავლო კურსებისა და მასტერკლასების ფარგლებში. 
    6. ,,არტ ლაინ აკადემია" პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდგომ მიზნით:
    1. კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სასწავლო მომსახურების გასაწევად და სხვ. განსახორციელებლად);
    2. კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის სასწავლო კურსებთან და მასტერკლასებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
    3. კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლის მიერ სასწავლო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
    4. კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით; 
    5. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის; 
    6. კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად. 
    7. კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად. 
    8. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები:                                                                                                                                                                                                                                         

    მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:                                                                                                                                                

    ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

    ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

    ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

    კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად). 

    1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტი:

    „1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

    1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი:

    “1. მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტის თანხმობით.”

    1. პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ ინფორმაციის მიმღებს აქვს დაცვის იგივე ხარისხი და მონაცემთა დაცვის შესაფერისი და ადეკვატური გარანტიები.
    2. ინფორმაციის მიმღები ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და იგი, საკუთარ ქმედებებისა, თუ უმოქმედობისთვის, პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.
    3. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს ერთპიროვნულ დისკრეციას, რათა განსაზღვროს პერსონალური მონაცემების გადაცემის მიმღებ(ებ)ი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლით. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს უფლებას,  მისი დისკრეციის ფარგლებში, განსაზღვროს შესაბამისი მხარე, რომელიც მიიღებს გადაცემულ პერსონალურ მონაცემებს, იმ პირობით, რომ ასეთი გადაცემის შემდგომ, მის მიერ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება იქნება შესაბამისობაში ამ მუხლით დადგენილ დებულებებთან.
    4. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი აცნობიერებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელებულ უნდა იქნას „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი პრინციპების დაცვით.
    5. მომხმარებელს მონაცემების დამუშავების პროცესში უფლება აქვთ:
      1. მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
      2. გაეცნონ მომხმარებლის შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღონ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
      3. მოითხოვონ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; 
      4. მოითხოვონ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
        1. უარს განაცხადებთ იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; 
        2. მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; 
        3. მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
        4. სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
        5. ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.  
    6. მომხმარებლის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. “არტ ლაინ აკადემია” უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს მოხმარებლის მონაცემების დასაცავად. “არტ ლაინ აკადემია” იცავს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს მომხმარებლის მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.
    7. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია “არტ ლაინ აკადემია” ინახავს 5 (ხუთი) წლის ვადით.
    8. კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაზიარების შემთხვევაში მომხმარებელი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, მისთვის გადაცემული კონკრეტული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული ინფორმაცია/ვიდეო ჩანაწერი, შეინახოს კონფიდენციალურად და არ  გაუმჟღავნოს ის ნებისმიერ მესამე პირს.
    9. აღნიშნული ინფორმაციის დაცვის მიზნით, როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანია, მიიღებს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომ გაუფრთხილდეს ინფორმაციას ისე როგორც საკუთარს.
    10. მომხმარებელი და კომპანია იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის გადაიხდის ჯარიმას და აანაზღაურებს დამდგარ პირდაპირ და ირიბ ზიანს სრულად. 
    11. აუდიო-ვიდეო მონიტორინგი
      1. კომპანია უფლებამოსილია სასწავლო კურსებისა და მასტერკლასების მიმდინარეობისას განახორციელოს აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რაც ემსახურება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის მასალების ხელახლა გაცნობის შესაძლებლობას.
      2. ჩაწერის დაწყებამდე მომხმარებელი ინფორმირდება როგორც ზეპირად, ისე შესაბამის ვებ გვერდზე შეტყობინებით. 
      3. მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ჩაწერაზე და შეწყვიტოს კომპანიის მომსახურების მიღება.
      4. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ჩანაწერის ელექტრონულად მიღება.
      5. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების დამუშავება ხდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების შესაბამისად.
    12. მომხმარებელს უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაითხოვოს ან/და უარი თქვას თქვენს მონაცემთა დამუშავების თაობაზე მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა.                                                                                                                                                               
    13. აღნიშნული მოთხოვნა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით:                                                                                                                     

    ელ.ფოსტა: edu@artline-academy.info  

    სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/artlinestudioforgeorgia                                                                                                                                                                           

    1. მომხმარებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
    2. მომხმარებლის მოთხოვნა განიხილება და პასუხი ეცნობება 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
    3. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+995) 551 165 163 

     ელ. ფოსტის მისამართი: edu@artline-academy.info, ვებ გვერდის მისამართი: https://artlinegroup.ge/                                                                                                                                

    1. დავები და მარეგულირებელი სამართალი                                                                                                                                                                                        
      1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის გამოყენებად ერთადერთ სამართლებრივ ჩარჩოს. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, პრეტენზია და მოთხოვნა განიმარტება და წყდება საქართველოს მოქმედი სამართლის შესაბამისად.
      2. მხარეები შეთანხმდებიან, რომ ყველა შესაძლო დავისა და მოთხოვნის განხილვა ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას, და საქართველოს სამართალი წარმოადგენს ერთადერთ გამოსაყენებელ სამართალს წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან წარმოშობილი საკითხების განხილვისას.
      3. თუ რომელიმე მუხლი ან პუნქტი საქართველოს სასამართლოს მიერ არალეგიტიმურად ან გამოუსადეგრად ჩაითვლება, ეს არ იმოქმედებს დანარჩენი პირობების ძალასა და შესრულებაზე.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   
    1. პირობების ცვლილება                                                                                                                                                                                                                      
      1. წესების განახლება და ცვლილებები
        1. ,,არტ ლაინ აკადემია“ იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები ან განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან, მომსახურების გაუმჯობესებასთან ან სხვა საჭიროებებთან.
        2. განახლებული პირობები ძალაში შედის მათ გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
        3. მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, მათ შორის ფინანსური, რომელიც წარმოიშვა წესების ცვლილებამდე მოქმედი პირობების ფარგლებში.                                                                                                                                                                                                                        
    1.  კომუნიკაცია და შეტყობინებები                                                                                                                                                                                                               

    20.1.  ,,არტ ლაინ აკადემია“ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის იყენებს ელექტრონულ ფოსტას და სატელეფონო შეტყობინებებს.

    20.2. მომხმარებელი თანახმაა, რომ მიიღოს ,,არტ ლაინ აკადემიისგან“ ელექტრონული შეტყობინებები, მათ შორის სისტემური შეტყობინებები, უსაფრთხოების გაფრთხილებები და მარკეტინგული მასალები.

    20.3. მომხმარებლის მიერ არასწორი, ან არაზუსტი საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება, არ ათავისუფლებს მას წესებისა და პირობების შესრულების ვალდებულებისგან.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

    ზოგადი პირობები                                                                                                                                                                                                                                       

    ვებ-გვერდის https://artlinegroup.ge/ (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“) გამოყენება და შპს „არტ ლაინ ჯგუფი-ს” მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’).

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისადსასწავლო კურსის/მასტერკლასის რეგისტრაციისას მომხმარებელი თანახმაა, ადასტურებს და სრულად ეთანხმება, რომ კომპანია გამოიყენებს აღნიშნულ ინფორმაციას მის მიერ სხვადასხვა სარეკლამო, მარკეტინგულ ან/და სხვა მასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რათა კომპანიამ გაუგზავნო ან/და სხვა ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მომსახურების შესახებ.                                                                                                                                                                                                                                   

    ამ პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:                                                                                                                                                                  

    1. ,,კომპანია/არტ ლაინ აკადემია/Art Line Academy“ –  შპს „არტ ლაინ ჯგუფი”.
    2. ,,მომხმარებელი“ –  ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
    3. ,,მომსახურება“ –  კომპანია აწვდის სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სასწავლო მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს:                                                                                                                                       

    (ა) არაანაზღაურებელი მომსახურებისთვის შექმნილი ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალის ვებ-გვერდზე განთავსებას;

    (ბ) ანაზღაურებადი სასწავლო მომსახურების ფარგლებში მომხმარებლისთვის შესაბამისი ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით;

    (გ) ვებ-გვერდზე ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტური და ვიდეომასალის განთავსებას, რაც შეიძლება მოიცავდეს გრაფიკულ ნამუშევრებს, დიზაინს, ფოტომასალას, ბლოგ-პოსტებსა და ანიმაციებს (შემდგომში – „ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).                                                                                                                                            

    1. მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.                                                                                                                                  
    2. მხარე/მხარეები- მხარედ/მხარეებად მოიხსენიება მომხმარებელი და კომპანია.                                                                                                                                             
    3. „პერსონალური მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით.                                                                                                                                                               
    4. „მონაცემთა დამუშავება” – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.                                                                                                                            
    5. “მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა” − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ,  როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტით.                                                                                                                                               
    6. „მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ – პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანსა და საშუალებებს, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით.                                                                                                                          
    7. „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი” – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით.                                                                               
    8. „მონაცემთა სუბიექტი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.                                                                                                                        
    9. „მონაცემთა დამუშავება“ – გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება პერსონალური მონაცემების გამოყენება, მათ შორის, მათ შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ორგანიზებას, დაჯგუფებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, ან განადგურებას. დამუშავება აგრეთვე მოიცავს პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.                                                                                                                                                                                                                                              
    10. „მონაცემთა გადაცემა“ – ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერ ფორმით გაზიარებას მესამე პირისათვის და, ასევე, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქვეკონტრაქტის დადებას და მესამე მხარისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას.                                                                                                                   

    აღნიშნული შეთანხმდებით განსაზღვრულია, თუ რა საფუძვლით და მიზნით მოიპოვებს შპს ,,არტ ლაინ ჯგუფი” (შემდგომში “არტ ლაინ აკადემია”) და ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და რა საშუალებებით იცავს მათ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

    1. პერსონალური მონაცემების შეგროვება
    2. “არტ ლაინ აკადემია” მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს იღებს შემდგომში წყოროებიდან:                                                                                                                      
      1. მომხმარებლის მიერ “არტ ლაინ აკადემიის” ვებ გვერდის მეშვეობით სასწავლო კურსზე რეგისტრაციით.                                                                                                 
      2. მომხმარებლის მიერ “არტ ლაინ აკადემიის” ვებ გვერდის დახმარებით მასტერკლასზე რეგისტრაციით.                                                                                                     
      3. მომხმარებლის მიერ სოციალური ქსელით მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია.                                                                                                                      
      4. საჯარო წყოროდან მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება                                                                                                                                                   
      5. მომხმარებელსა და “არტ ლაინ აკადემიის” შორის კომუნიკაციის შედეგას                                                                                                                                       
      6. სასწავლო კურსისა და მასტერკლასის დროს მიმდინარე აუდიო-ვიდეო გადაღებით.                                                                                                                                                                                                                                                              
    1. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია
      1. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი,  სასწავლო კურსზე/მასტერკლასზე რეგისტრაციის ფაქტი.
      2. მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას: მისამართი, ელექტორნული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. 
      3. მომხმარებელსა და არტ ლაინ აკადემიის შორის შემდგარი კომუნიკაციის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
      4. საჯარო წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას
      5. აუდიო - ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც შეიქმნა სასწავლო კურსებისა და მასტერკლასების ფარგლებში.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              
    1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი                                                                                                                                                                              
      1. “არტ ლაინ აკადემია” ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, უკვე არსებული მომსახურების გაუმჯობესებისა და შემდგომში მომსახურების ეფექტურად განხორციელების მიზნებისათვის, შესაბამისი მოცულობითა და პროპორციით. კომპანიის  მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
        1. კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სასწავლო მომსახურების გასაწევად და სხვ. განსახორციელებლად);
        2. კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის სასწავლო კურსებთან და მასტერკლასებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
        3. კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლის მიერ სასწავლო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
        4. კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით; 
        5. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის; 
        6. კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად. 
        7. კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        
    1. პერსონალური მონაცემების გამოყენება

    კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს თქვენი სახელი კომპანიის ყველა და ნებისმიერი მომსახურებისთვის, რომლებსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს.                                                                                                                                                                                                                                                                                                               

    1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები                                                                                                                                                                       
    1. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
      1. კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
      2. მონაცემთა დამუშავება დასაშვებია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

    „ა“ ქვეპუნქტი – მონაცემთა სუბიექტმა (მომხმარებელმა) განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

    „ბ“ ქვეპუნქტი – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულებისთვის ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

    „ე“ ქვეპუნქტი – მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

    „კ“ ქვეპუნქტი – მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).                                                          

    1.  არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება                                                                                                                                                                        
    1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება რეგულირდება საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც:
    2. 16 წლიდან ზემოთ – არასრულწლოვანმა დამოუკიდებლად შეიძლება გასცეს თანხმობა მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე;
    3. 16 წლამდე – მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    4.  მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კანონით მოთხოვნილია 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.                                                                                                                                                                                                                   
    5. ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება
      • კომპანიის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობით.
      • ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია: კომპანიის საქმიანობის განხორციელებისთვის პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით; მომსახურების გაწევა შეუძლებელია აღნიშნული მონაცემების დამუშავების გარეშე.                                                          
    1. .მონაცემთა გადაცემა და დაცვის გარანტიები
      •  მონაცემთა გადაცემისას კომპანია მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
      • კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, მონაცემთა დაცვის პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ: ინფორმაციის მიმღები უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის შესაბამის და ადეკვატურ გარანტიებს; მონაცემთა გადაცემა არ არღვევს მომხმარებლის უფლებებს და კონფიდენციალურობას.                                         
    1. კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება და შენახვა ხდება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით, რათა უზრუნველყოს მონაცემების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.
    2. მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
      1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.
      2. მომხმარებელს აქვს უფლება, უარი თქვას მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და მოითხოვოს კომპანიისგან შესაბამისი შეზღუდვა.                                                                                                                                                                                                                                                      
    1. მონაცემთა დამუშავების წესები და მათი შეცვლა                                                                                                                                                                               
      1.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებში.
      2.  მომხმარებლებს ეცნობებათ წესების ცვლილებების შესახებ რეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო ცვლილებები ძალაში შევა 30 კალენდარული დღის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
      3. საქართველოს კანონის მიხედვით, მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
        1. მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
        2. მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
        3. მონაცემთა დამუშავება უნდა იყოს მიზანთან პროპორციული და არაუმეტეს აუცილებელი მოცულობის;
        4. მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული;
        5. მონაცემები უნდა შენახულ იქნას მხოლოდ აუცილებელი ვადით;
        6. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის უნდა იქნას მიღებული სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები.
        7. თუ მონაცემები უნდა დამუშავდეს მათი შეგროვების/მოპოვების მიზნისგან განსხვავებული მიზნით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს:
          • მონაცემთა თავდაპირველ და შემდგომ მიზანს შორის კავშირი;
          • მონაცემთა სუბიექტის შესაძლო მოლოდინები;
          • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება;
          • მონაცემთა სუბიექტისთვის შესაძლო შედეგები;
          • უსაფრთხოების სათანადო ზომების არსებობა.
          • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
          • ვიდეომონიტორინგის განხორციელება
          • ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის, ან სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.
          • ვიდეომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა განსაზღვროს ვიდეომონიტორინგის მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა, ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.
          • ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი წვდომისგან. უნდა აღირიცხოს ყველა წვდომის შემთხვევა, ჩაწერის დრო და წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიკაცია.
          • ვიდეომონიტორინგის შესახებ უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშანი შესაბამისი წარწერით, გამოსახულებით და პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებით.
          • აუდიომონიტორინგის დროს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობა.
          • დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა წინასწარ უნდა განსაზღვროს აუდიომონიტორინგის მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა და მონაცემთა დაცვის მექანიზმები.
          • მონაცემთა სუბიექტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული აუდიომონიტორინგის შესახებ და განემარტოს მისი უარის თქმის უფლება.
          • აუდიომონიტორინგის გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, გამოსახულებას და პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      
    1. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარება

    კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, თაღლითობის, უსაფრთხოების, ან/და ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, ან/და სხვაგვარი პრევენციის მიზნებისათვის, მომსახურებლის მონაცემები შესაძლოა “არტ ლაინ აკადემიამ” გაუზიაროს:                                                                                                                                                                                                                                                  

    • მომხმარებლის წარმომადგენელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს; 
    • კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს; 
    • მომსახურების პროვაიდერებს – მათ შორის და არა მხოლოდ: კომპანიის მრჩევლებს, IT სერვისის მომწოდებლებს  ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს.                                                                                                                                                                                                                                                                
    1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები                                                                                                                           
      1. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელს აქვს უფლება:
        1. მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია,  აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
        2. გაეცნოს მომხარებლის შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
        3. მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; 
        4. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
          • უარს განაცხადებს იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; 
          • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; 
          • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
          • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
          • ნებისმიერ დროს გაითხოვოს ან/და უარი თქვას მონაცემთა დამუშავების თაობაზე მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          
    1. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა                                                                                                                                                                                  
      1. მომხმარებლის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ,,არტ ლაინ აკადემია” უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს მოხმარებლის მონაცემების დასაცავად. ,,არტ ლაინ აკადემია” იცავს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს მომხმარებლის მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.
      2. კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაზიარების შემთხვევაში მომხმარებელი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, მისთვის გადაცემული კონკრეტული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული ინფორმაცია/ვიდეო ჩანაწერი, შეინახოს კონფიდენციალურად და არ  გაუმჟღავნოს ის  ნებისმიერ მესამე პირს მომხმარებლის ნებართვის გარეშე.
      3. აღნიშნული ინფორმაციის დაცვის მიზნით, როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანია, მიიღებს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომ გაუფრთხილდეს ინფორმაციას ისე როგორც საკუთარს. 
      4. მომხმარებელი და კომპანია იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის გადაიხდის ჯარიმას და აანაზღაურებს დამდგარ პირდაპირ და ირიბ ზიანს სრულად.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       
    1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა                                                                                                                                                                                           
    1.  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ, ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში; 
    2. ან/და სხვა ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში. 
    3. მომხმარებლის მიერ კომპანიასთან დაკავშირების შემთხვევაში, კომპანია ინახავს მომხმარებლის ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩანაწერს, შემდგომში ნებისმიერი სახის პრობლემის გადაჭრისა და მოგვარების მიზნით. აღნიშნული ჩანაწერები კომპანიის მიერ გროვდება და ინახება ამ დებულებაში განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            
    1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა                                                                                                                                                                  

    მომხმარებელი, ვებ-გვერდზე ვიზიტით, მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით ან ავტორიზაციით, ადასტურებს წინამდებარე წესებსა და პირობებს. ამასთან, იგი ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და მიზნებს. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს ნებისმიერ ცვლილებასა და დამატებაზე, რომლებიც კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         

    1. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა
      1. მომხმარებელს უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაითხოვოს ან/და უარი თქვას თქვენს მონაცემთა დამუშავების თაობაზე მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა.
      2. აღნიშნული მოთხოვნა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით:                                                                                                               

    ელ.ფოსტა: edu@artline-academy.info                                                                                                                                                                                                                  

    სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/artlinestudioforgeorgia                                                                                                                                                                          

    1. მომხმარებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
    2. მომხმარებლის მოთხოვნა განიხილება და პასუხი ეცნობება 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
    3. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+995) 551 165 162 / 551 165 163. ელ. ფოსტის მისამართი: edu@artline-academy.info ვებ გვერდის მისამართი: https://artlinegroup.ge/                                                                                                                                                                                                                                                                                     
    1. დავები და მარეგულირებელი სამართალი
    1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის გამოყენებად ერთადერთ სამართლებრივ ჩარჩოს. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, პრეტენზია და მოთხოვნა განიმარტება და წყდება საქართველოს მოქმედი სამართლის შესაბამისად.
    2. მხარეები შეთანხმდებიან, რომ ყველა შესაძლო დავისა და მოთხოვნის განხილვა ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას, და საქართველოს სამართალი წარმოადგენს ერთადერთ გამოსაყენებელ სამართალს წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან წარმოშობილი საკითხების განხილვისას.
    3. თუ რომელიმე მუხლი ან პუნქტი საქართველოს სასამართლოს მიერ არალეგიტიმურად ან გამოუსადეგრად ჩაითვლება, ეს არ იმოქმედებს დანარჩენი პირობების ძალასა და შესრულებაზე.                                                                                                                                                                                                                                         

    იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, პრეტენზიები, ან/და რეკომენდაციები, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: edu@artline-academy.info                                                                                                                                                                    

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.