,,ART LINE STUDIO" - წარმოგიდგენთ ინტერიერის დიზაინს, რომელიც თავად დიზაინერს ასახავს - საცხოვრებელი ბინის დიზაინ-პროექტი ,,Solum Development"-ის კომპლექსში;
,,ART LINE STUDIO"-წარმოგიდგენთ ქ. თბილისში, ,,Solum Development"-ის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, არსებული აპარტამენტის დიზაინ-პროექტს (ვიდეო ვერსია, ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე https://artlinegroup.ge/projects/interior-design/130-art-line-studio-solum-development.html), რომლის ინტერიერზეც იმუშავა თავად ბინის მფლობელმა და სტუდიის მთავარმა ინტერიერის დიზაინერმა დავით კავლელაშვილმა.
დიზაინ-პროექტის ჯამური სასარგებლო ფართობი - 47.00 კვ.მ.
აივნის ფართობი: 6.00 კვ.მ
დიზაინ-პროექტი ასახავს თავად დიზაინერის ფსიქო ტიპს, რომელიც ნათლად გადმოსცემს ჰარმონიის, ფუნქციორობისა და ესთეტიკის იდეალურ ნაზავს, ნეიტრალური ტონები, ბუნებრივი ქვის ზედაპირები, განათება - ქმნის ელეგანტურ, კომფორტულ და მყუდრო სივრცეს, რომელიც გაჯერებულია ინდივიდუალიზმით და ასახავს იდეალურ ბალანსს კომფორტსა და ესთეტიკას შორის.
დიზაინ-პროექტის რეალიზებისა და სარემონტო სამუშაოების დაწყება, დაგეგმილია მ/ წლის ივნისის თვიდან, რომლის დასრულების შემდგომ ,,ART LINE STUDIO" პრეზენტაციის სახით, განათავსებს ყველა პლატფორმაზე;
დიზაინ-პროექტი ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე, ქ. თბილისი