Art Line Group • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი
დიზაინ-პროექტის სარემონტო სამუშაოებზე ინტერესთა გამოხატვა;
შემუშავებული დიზაინ პროექტის ფარგლებში, ვაცხადებთ საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოებზე ინტერესთა გამოხატვას:
ფართობი: 135.00 კვ.მ.
ლოკაცია: ქ. რუსთავი.
სარემონტო სამუშაოების დაწყების, საორიენტაციო თარიღი: 20.08.2023 წ.
სარემონტო სამუშაოების წარმოებისა და დასრულების ვადა: 75 დღე.
აუცილებელი მოთხოვნები:
სარემონტო ჯგუფის/კომპანიის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
შესრულებული ქეისების წარმოდგენა;
მაღალი საზოგადოებრივი სანდოობა;
დიზაინ-პროექტის სარემონტო წარმოება - წინასწარ შემუშავებული გეგმების, განშლების, ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
არსებული სარემონტო სივრცისთვის აუცილებელი შავი მასალების გათვლა და მაღალპროფესიონალურ დონეზე სწორი ხარჯთააღრიცხვის წარმოდგენა;
დიზაინ-პროექტის ავტორებთან ინტერიერის დიზაინერებთან, მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე პროცესებში, მათთან უპირობო თანამშრომლობა;
შერჩევის პროცესში სარემონტო ჯგუფი/კომპანია, რომელიც დააკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ ყველა პირობას, შიდა კონსულტაციების შემდგომ, კონტრაქტის საფუძველზე ლოგიკურ და წინასწარ განსაზღვრულ ვადებში განახორციელებს სარემონტო სამუშაოებს!
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ:
- თქვენი საქმიანობის განმსაზღვრელი და დამადასტურებელი სოციალური გვერდის, ვებ გვერდის ლინკი.
- ჯგუფის/კომპანიის ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;
- გამოცდილების შესაბამისად არსებული ქეისები / ფოტო ან ვიდეო მასალა;
- შავი კარკასიდან - კოსმეტიკურ რემონტამდე საორიენტაციო ღირებულების დადგენა - 1 კვ.მ ზე გაანგარიშებით / კომპლექსური სპეციალიზირებული სამუშაოების წარმოების ჩათვლით.
- ხელმძღვანელი პირის/მენეჯერი/დირექტორი საკონტაქტო ინფორმაცია/მობილური ტელეფონის ნომერი;
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: მ/წლის 20 ივლისის 18:00 სთ.
აპლიკანტთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია გადმოგზავნილ იქნას ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე:
დამატებითი იმფორმაციისთვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 571 07 45 96;
პროექტის შესახებ, იხილეთ ბმული: