• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    ლაქ-საღებავების მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა - 2025 წლის ფერი დაასახელა

    ლაქ-საღებავების მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა - 2025 წლის ფერი დაასახელა

    ვისაც არ ახსოვს - 2024 წლის ფერი, შეგახსენებთ 2024 წლის ფერი Pantone-მ ნაზი ხავერდოვანი ატმისფერი ,,PANTONE 13-1023 Peach Fuzz“ დაასახელა, თუმცა 2025 წლის დადგომამდე Pantone-ს, უკვე დაასწრო ლაქ საღებავების მწარმოებელმა კომპანია ,,Behr“-მა და ჩატარებული მარკეტინგული კვლევების საფუძველზე, 2025 წლის ფრად ლალისფერი წითლის ტონი გამოაცხადა.
    RUMORS MQ1-15 - წითელი ტონები თვითგამოხატვისა და ინსპირაციების, შემოქმედებითი ფსიქო ტიპისა და ენერგიული ადამიანების ფრად არის აღქმული.
    რა თქმა უნდა ჩრდილოეთ ამერიკის კულტურა რადიკალურად განსხვავდება ქართული კულტურისგან, მაგრამ საქართველო არანაკლებად არის დამოკიდებული მსოფლიოში არსებულ ტრენდებსა და ტენდენციებზე. 
    დაველოდოთ Pantone-ს, საინტერესოა თუ რა ფერს დაასახელებს წლის ფრად, რაც არანაკლებ საინტერესოა ინტერიერის დიზაინის სფეროს წარმომადგენლებისათვის.





    მოამზადა:

    ALG-ს პერსონალურმა ინტერიერის დიზაინერმა

    დავით კავლელაშვილმა


    ,,Behr"-მა - 2025 წლის ფრად ლალისფერი წითლის ტონი გამოაცხადა.