,,ART LINE GROUP - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი"-ს მენეჯმენტის განცხადება!
პატივცემულო მომხმარებლებო და გამომწერებო!
გაცნობებთ, რომ საზაფხულო/დასვენების არააქტიურ პერიოდთან დაკავშირებით ,,ART LINE GROUP - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი"-ს
მენეჯმენტი, მ/წლის 25 ივლისიდან 2 სექტემბრამდე - დროებით წყვეტს ახალი არქიტექტურული და დიზაინ-პროექტების წარმოებაში მიღებასა და Online კონსულტაციებს !
აქვე, მოგახსენებთ,
- რომ მ/წლის 25 ივლისამდე წარმოებაში შემოსული მიმდინარე პროექტების საპროექტო მომსახურება, ჩვეულ რეჟიმში წარიმართება;
- 25 ივლისიდან 2 სექტემბრამდე - სარემონტო და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით მომსახურება გავრცელდება იმ პროექტებზე, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები და მოქცეულია ზედამხედველობის განრიგში;
- არქიტექტურული და დიზაინერული მომსახურებით დაინტერესებული პირები, მ/წლის 2 სექტემბრიდან შეძლებენ, ყველა სახის მომსახურების მიღებას.
აქვე დავამატებთ, რომ ALG-ის განახლებული გუნდი, ახალ სეზონს თქვენთვის საინტერესო სიახლეებითა და გაუმჯობესებული მომსახურების პირობებით დაუბრუნდება!
ჩვენი გუნდი გისურვებთ სასიამოვნო უქმე და საზაფხულო-დასვენების დღეების გატარებას!
პატივისცემით,
ART LINE GROUP - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი-ს
მენეჯმენტი
საზაფხულო არააქტიურ პერიოდთან დაკავშირებით მ/წლის 25 ივლისიდან 2 სექტემბრამდე - დროებით წყვეტს ახალი არქიტექტურული და დიზაინ-პროექტების წარმოებაში მიღებას!