• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    ALG ჯგუფის სპეციალური განცხადება

    ALG ჯგუფის სპეციალური განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, ALG ჯგუფის მთავარი ნიშა, ეს არის არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინ-პროექტირება და დამკვეთ მხარესთან ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში საპროექტო-საზედამხედველო სამუშაოების წარმოება.

    პროექტების რეალიზების კუთხით ჩართული მესამე მხარის (სარემონტო კომპანია/ჯგუფი, ავეჯის მწარმოებელი და მომწოდებელი) უპასუხისმგებლობით გამოწვეული ზიანი-ზარალი არ არის, არც დამკვეთის და მით უმეტეს საპროექტო ჯგუფის პასუხისმგებლობა. აღნიშნული საკითხი განეკუთვნება უპასუხისმგებლო მხარესთან ორმხრივი სამართლებრივი დავის ნაწილს, ვინც არ და ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

    აქვე განვამრტავთ, ჩვენს მიერ წარმოებული საავტორო დიზაინ-პროექტის რეალიზების მიზნით დამკვეთ მხარესთან ორმხრივად განხილულ იქნა არაერთი სანდო სარემონტო კომპანია (დეტალური ხარჯთააღრიცხვით) და მათთან არსებული ქეისების წარდგენის მიუხედავად, არჩევანი შეჩერდა დაბალ ბიუჯეტურ სარემონტო ჯგუფზე, რომელმაც ვერ უზრუნველყო, მის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოების სრულყოფა და დამოუკიდებლად შეწყვიტა სარემონტო სამუშაოების წარმოება.

     ALG ჯგუფმა კონკრეტულ დიზაინ-პროექტის მასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე და დამკვეთისთვის მაქსიმალური ხელშეწყობისა და საავტორო დიზაინ-პროექტის რეალიზების მიზნით, დაუშვა ერთადერთი გამონაკლისი, ცალკეული სპეციალისტების ჩართულობით განახორციელა სარემონტო სამუშაოების წარმოება და დარჩენილი მწირი ბიუჯეტის ამოწურვის შემდგომ, გამოიყენა პირადი ფინანსური სახსრები რის შედეგადაც განიცადა ფინანსური ზარალი, თუმცა აღნიშნული, აღქმული იქნა არასწორად, როგორც ALG ჯგუფის ვალდებულება, რაც გუსლისხმობს დიზაინ-პროექტის ჩვენი მხრიდან მუდმივ ფინანსურ ხელშეწყობას და რაზედაც ჩვენი მხრიდან ორმხრივი კონსულტაციის პერიოდში განმარტებულ იქნა, რომ დამკვეთის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვეღარ გავწევდით ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, არქიტექტორ-დიზაინერების ვალდებულებას არ წარმოადგენს.

    (აქვე დეტალური განმარტება: სარემონტო სამუშაოების: მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, რემონტის შემდგომი არსებული ნარჩენი მასალების გატანა, ტრანსპორტირების ან სხვა რაიმე ხარჯების ანაზღაურება, პირადი სახსრებიდან).

    ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გადავხედეთ არსებულ სიტუაციას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეპუტაციული, ფინანსური და სხვა დამატებითი ზიანის თავიდან ასაცილებლად, დიზაინ-პროექტის საზედამხედველო კუთხით, შევწყვიტოთ ყველა სახის ჩართულობა, მანამ სანამ არ მოხდება ჩვენზე ცალმხრივად დაკისრებული და ხელშეკრულებაში არსებულ ვალდებულებებთან მიმართებით, ზენორმატიული ვალდებულებებისა და უფლება-მოვალეობების გამიჯვნა.

    აქვე ვაცხადებთ, მოლაპარაკებებში რაიმე სახის საერთო კონსესუსამდე მიუღწევლობის შემთხვევაში, მზად ვართ ჩვენი პორტფელიდან ამოვიღოთ დიზაინ-პროექტის წარმოება და შევწყვიტოთ მასზე ყველა სახის მონიტორინგი და ხელშეკრულებით ნაკისრი პუნქტებით გაწერილი ვალდებულებების ცალმხრივად დარღვევისა და არაერთი ფაქტის გამო,  შევწყვიტოთ ხელშეკრულება და მეორე მხარის სურვილისამებრ ჩავერთოთ სამართლებრივ დავაში.

    აქვე განვმარტავთ, განცხადებაში მოცემულია ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, ვინაიდან ALG ჯგუფი პერსონალური და ინსაიდერული ხასიათის ინფორმაციის გაცემას არ ახორციელებს.

    ALG ჯგუფის სპეციალური განცხადება