დღეს კერამიკული ფილების პოლონური მწარმოებელი კომპანია ,,TUBADZINI"-ის საქართველოში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქართულმა კომპანია ,,ზოდი - ZODI"მა არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერებისათვის, აგრეთვე კერამიკული ფილების სპეციალისტებისთვის, ბრენდის დეტალური პრეზენტაცია და მასტერკლასი გამართა, რომელსაც წარუძღვნენ კომპანია ,,TUBADZINI"-დან მოწვეული პოლონელი სპეციალისტები და ტექნოლოგები.
ქართული კომპანია ,,ზოდი - ZODI"ის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციასა და მასტერკლასს დაესწრნენ, როგორც ALG-ის ინტერიერის დიზაინერები, აგრეთვე ALG-ის კერამიკული ფილების სპეციალისტი.
კერამიკული ფილების მწარმოებელი პოლონური კომპანია ,,TUBADZINI" წარმოდგენილია კერამიკული ფილების ფართო არჩევანით, როგორც ფერის, ფაქტურების, აგრეთვე შეუზღუდავი ფორმატების გათვალისწინებით.
ART LINE GROUP დიდ უპირატესობას ანიჭებს ევროპული მაღალი ხარისხის პროდუქციას და რეკომენდაციას უწევს ქართულ კომპანია ზოდში წარმოდგენილი და რაც მთავარია ყველა სეგმენტისთვის გათვალისწინებულ მაღალი ხარისხის პროდუქციას.
კომპანია ზოდის განცხადებითა და მათი მენეჯმენტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, დაგეგმილია ქართველი ინტერიერის დიზაინერების ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში, კერძოდ კომპანია ,,TUBADZINI" ს საწარმოო მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის უკეთ გასაცნობად.
კერამიკული ფილების პოლონური მწარმოებელი კომპანია ,,TUBADZINI"-ის საქართველოში ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქართულმა კომპანია ,,ზოდი - ZODI"მა არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერებისათვის პრეზენტაცია და მასტერკლასი გამართა.