ART LINE GROUP - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი I დიზაინ-პროექტების რეალიზების ფარგლებში შემსრულებელ კომპანიას საჯაროდ აფრთხილებს!
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ART LINE GROUP - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინის გუნდი ორიენტირებულია, ჩვენი სერვისით დაინტერესებული მომხმარებლების მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, თუმცა აქვე ავღნიშნავთ რომ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ არსებული დიზაინ პროექტის რეალიზების მიზნით, ჩართულია დეკორირებაზე პასუხისმგებელი კომპანია, რომელთა მხრიდან, ჩვენსა და ჩვენი დამკვეთების მიმართ, დიზაინ-პროექტის რეალიზება-დეკორირების სრულყოფის კუთხით იკვეთება გულგრილი დამოკიდებულება და სამმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და ვალდებულებების უგულებელყოფა, რის გამოც შემსრულებელი კომპანიის მენეჯმენტთან, არაერთი წერილობითი მიმართვისა, თუ გაფრთხილების მიუხედავად, სარემონტო ობიექტზე მდგომარეობა, ამ დრომდე არ შეცვლილა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჯერად ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, საჯაროდ - შეასრულონ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ დიზაინ-პროექტის დეკორირების უმოკლეს ვადებში სრულყოფა.
აღნიშნული განცხადების ადრესატი არის კომპანია, რომელიც მომსახურების მიწოდების სერვისით, ქართულ ბაზარზე სარგებლობს მაღალი სანდოობითა და რეპუტაციით.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს დეკორირების სამუშაოების წარმატებით დასრულებას და აღნიშნული გაუგებრობა იქნება აღმოფხვრილი.
აგრეთვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეთიკის ნორმების გათვალისწინებით კომპანიის სამარკო ნიშანს შეგნებულად არ ვასაჯაროვებთ, ვინაიდან კომპანია საზოგადოებაში სარგებლობს სანდოობითა და მაღალი რეპუტაციით, შესაბამისად იმედს ვიტოვებთ, რომ კომპანია დროულად უზრუნველყოფს დეკორირების სამუშაოების წარმოების დასრულება-სრულყოფას, შეინარჩუნებს და გაუფრთხილდება, საზოგადოების მხრიდან მათდამი გამოცხადებულ ნდობას !
ART LINE GROUP - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი I დიზაინ-პროექტის რეალიზების ფარგლებში, შემსრულებელ კომპანიას ამჯერად საჯაროდ აფრთხილებს!