როგორც თქვენთვის ცნობილია ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2023 წლის მთავარ და ტენდენციურ ფერად ,,VIVA MAGENTA" დაასახელა.
ამერიკულმა კომპანია Pantone-მა არც მომვალი 2024 წლის მთავარ ფერს უღალატა და უკვე დაასახელა წლის მთავარი ფერი
ეს კი ,,Peach Fuzz" ია, რომელიც ძალიან ახლოსაა ატმისფერთან. უფრო ზუსტად კი, როგორც კომპანია წერს, "ნაზ, ხავერდოვან ატმისფერთან".
,,თბილი და მეგობრული ფერი ხაზს უსვამს ჩვენი ერთიანობის სურვილს.
Peach Fuzz სინაზეს ახლებურად წარმოგვიდგენს. ეს ფაქიზად ვნებიანი ფერი აღვიძებს სისათუთის გრძნობას და მოგვიწოდებს ზრუნვისა და გაზიარებისკენ, ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ“.
,,PANTONE 13-1023 Peach Fuzz ასახავს ჩვენს სურვილს გავზარდოთ საკუთარი თავი და სხვები. ეს არის ხავერდოვანი ნაზი ატმის ტონი, რომლის ყოვლისმომცველი სული ამდიდრებს გონებას, სხეულს და სულს.
იმ ელფერის ძიებაში, რომელიც ეხმიანება ჩვენს თანდაყოლილ ლტოლვას სიახლოვისა და კავშირისკენ, ჩვენ ავირჩიეთ სითბო და თანამედროვე ელეგანტურობით გაბრწყინებული ფერი. ჩრდილი, რომელიც ეხმიანება თანაგრძნობას, გვთავაზობს ტაქტილურ ჩახუტებას და ძალისხმევის გარეშე აკავშირებს ახალგაზრდობას მარადიულთან"
აცხადებს Pantone Color Institute™-ის აღმასრულებელი დირექტორი
ლეატრის ეიზმანი
უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად ტენდენციების პროგნოზიორები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, იკვლევენ მოდისა და დიზაინის სფეროს. წელიწადში ორჯერ კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.
1963 წელს კომპანია Pantone-მა ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინსა და მოდაში.
მეტის სანახავად მიყევით ბმულ(ებ)ს:
https://www.pantone.com/color-of-the-year/2024
https://www.instagram.com/reel/C0jbjLYAiAB/?utm_source=ig_web_copy_link
ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა