თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერის დიზაინერის შერჩევისას და რა როლი აკისრია ინტერიერის დიზანერს დიზაინ-პროექტის რეალიზების პროცესში, მოგვიყვება
🔲ALG-ის ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი.
ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების მშენებლობა-რემონტის მზარდი ტენდენციის პარალელურად, ასევე პროპორციულად იზრდება ინტერიერის დიზაინერის მომსახურებისადმი მოთხოვნილებაც, თუმცა ინტერიერის დიზაინერების შერჩევისას ხშირია, როდესაც ინტერიერის დიზაინის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს, სოციალურ ქსელებში თვალს სჭრით ლამაზი ფოტო-სარენდერო, 3D სავიზუალიზაციო მასალა, რომლის მიღმაც არ ჩანს მომსახურების მნიშვნელოვანი და აუცილებელი დანამატი (ტექნიკური დოკუმენტაცია) და სწორედ ამ მიდგომით, თქვენი ინტერიერისთვის დიზაინ-პროექტს უკვეთავთ არა ინტერიერის დიზაინერს, არამედ 3D artist-ს, რის შემდგომაც საბოლოოდ ელ. ფოსტაზე 3D სარენდერო მასალას ღებულობთ და ამით დასრულებულია თქვენი და ე.წ. ,,ინტერიერის დიზაინერი"ს კავშირი, იმ პრინციპით
რაც მთავარია დამკვეთმა ,,ლამაზად შესრულებული ფოტო-სარენდერო მასალის სახით" მიიღო ინტერიერის დიზაინი და აი აქ იწყება სწორედ მთელი რიგი კითხვების კასკადი:
- ინტერიერში რა მასალისა და კოდის იატაკის საფარია გამოყენებული, სად შევიძინო ?!
- რომელი კატალოგის და რა კოდის საღებავია კედლისთვის განკუთვნილი ?!
- სად მოვძებნო და შევიძინო კონკრეტული ესა თუ ის დეკორი, სანათი, ან თუნდაც შემრევი?
- რენდერში ასახულ ყველა სახის ავეჯს, რომელიც უკვე შევიძინე რეალურ გარემოში ვერ ეტევა, რატომ? როგორ მოვიქცე?!
- რამდენი სანტიმენტრის დიამეტრის წერტილოვანი სანათებია გამოყენებული და რამდენი სანტიმეტრით არის სანათების ერთმანეთისგან დაცილება?!
- რა სიმაღლეზეა საჭირო როზეტის ან ჩამრთველის მონტაჟი ?!
დიახ, ლოგიკურია რომ ეს კითხვები გაგიჩნდებათ და შემოიტანს თქვენი სივრცის მოწყობის რუტინაში სრულ დაბნეულობას და აქვე ვიტყვი, რომ ეს თქვენი საფიქრალი საერთოდაც არ ყოფილა, ვინაიდან რენდერში ასახულ იატაკის საფარს, კედელზე დატანილი საღებავის ფერს, პლინტუსის სახეობასა, თუ სხვა დეკორს, კუთვნილებისამებრ ყველაფერს გააჩნია თავისი პარამეტრები და სპეციფიკაციები, რომლის ინტერიერში გამოყენება სწორედ, რომ სტანდარტებთან თანხვედრაშია და პირდაპირი ინტერიერის დიზაინერის მოვალეობა არის მათი განსაზღვრა, როგორც სპეციფიკაციებისა და სტანდარტების დონეზე, აგრეთვე რაოდენობრივად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე რემონტის პროცესში ,,სიურპრიზებისგან" თავი, რომ ავირიდოთ უნდა ვიცოდეთ, თუ რა შედის ინტერიერის დიზაინერის მომსახურებაში:
🔲 შენობის/სივრცის ინსპექტირება და აზომვითი სამუშაოები. (საუკეთესო ვარიანტი - შავი კარკასული მდგომარეობიდან)
🔲 დამკვეთის/ოჯახის (კომერციული ფართის შემთხვევაში - ბრენდბუქის შესაბამისად) ფსიქო ტიპის დადგენა.
🔲 გეგმარება, ზონირება, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნახაზები, გეგმები და განშლები, როგორიც არის იატაკის მოწყობის გეგმა, ჭერის მოწყობის გეგმა, ელექტროობის გეგმები, სველი წერტილების მოწყობის გეგმა, გათბობა-გაგრილების გეგმა, განშლები და სხვა. / დიზაინ-პროექტის მოცულობითი სამუშაოების ნუსხა იხილეთ ბმულზე გადასვლით ,,სერვისები" https://artlinegroup.ge/services/29-interior-design.html
🔲 დიზაინ-პროექტის მიმდინარეობის პროცესში, უმნიშვნელოვანესია დიზაინ-პროექტის გეგმარების საწყისი ეტაპიდანვე - ორმხრივი (ინტერიერის დიზაინერი და დამკვეთი) ჩართულობა და შუალედური განხილვების ჩატარება, საიდანაც ზუსტად გეცოდინებათ, თუ რა ეტაპზეა დიზაინ-პროექტის მიმდინარე პროცესი, ინტერიერის დიზაინერმა რა საკითხების მოგვარება უზრუნველყო დიზაინ პროექტის განხილვიდან - შემდგომ განხილვამდე, ეს იყო დიზაინ-პროექტისათვის საჭირო სავიზუალიზაციო მასალებისა და მაკომპლექტებლების საძიებო-შერჩევითი სამუშაოები, თუ სხვა გეგმიური საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
ზემოთ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ხედავთ ინტერიერის დიზაინერის მხრიდან მოითხოვს არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ადამიანური რესურსის დიდ დანახარჯს, არსებითად მოცულობითი საკითხების გადაწყვეტას, რაც ნამდვილად არის იმის გარანტია, რომ თქვენთვის გადმოცემული დიზაინ-პროექტის ალბომის შესაბამისად - რემონტის შემდგომ შედეგის სახით მიიღებთ 3 D სარენდერო მასალის - იდენტურ ინტერიერს რადგანაც სარემონტო სამუშაოების პროცესში, სწორედ ტექნიკურ დოკუმენტაციას (3 D სარენდერო მასალასთან ერთად) აკისრია მთავარი როლი, რომლითაც ხელმძღვანელობს სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელი და რაც ამარტივებს დიზაინ პროექტის, რეალიზების პროცესს.
აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ცალკე მომსახურებას განეკუთვნება ინტერიერის დიზაინერის საავტორო-სარემონტო ზედამხედველობა, რომლის მომზადებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზეც, სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი - ე.წ ,,პრარაბი", ხოლო შესრულებული სარემონტო სამუშაოების პარამეტრების მონიტორინგს - ანხორციელებს ინტერიერის დიზაინერი.
- გაითვალისწინეთ რჩევები, ნუ გაფლანგავთ დროს, ენერგიასა და რესურსს - ,,იაფად" შესრულებული, არასრული დიზაინ-პროექტის ფასად.
მოგვიყვება 🔲ALG-ის ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი.