ART LINE GROUP - საინვესტიციო პროექტი!
კონცეპტუალური ტურისტული მიმართულების პროექტის (შემდგომში პროექტი) რეალიზების ფარგლებში, პარტნიორულ საინვესტიციო წინადადებაზე ინტერესთა გამოხატვა
თემა: საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონის დასახლებულ ისტორიულად, კულტურულად და ტურისტულად მიმზიდველ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არსებულ მიწის ნაკვეთზე კონცეპტუალური, ტურისტული კომპლექსის, კერძოდ: სასტუმროს, მარნის, გასტრონომიული, კულტურული, ველური ტურების განვითარება და გადაზიდვა-ტრანსფერი;
პროექტის აღწერა:
ART LINE ჯგუფის მიერ შემუშავებული და ინიცირებული პროექტის პირველადი ესკიზი-სავიზუალიზაციო (მიზნობრივად არასრული) ვიდეო მასალა, წარმოადგენს კახეთის რეგიონში კერძოდ ქ. ყვარელში არსებულ მიწის ფართობზე, კონცეპტუალური, საშუალო ზომის ტურ-კომპლექსისა და შემდგომში მენეჯმენტის განვითარებისათვის შექმნილ პროექტს, ინვესტორებისათვის საინტერესო შეთავაზებასა და პროექტის განხორციელებისათვის, როგორც არქიტექტურულ-დიზაინერული მომსახურების გაწევას, აგრეთვე პროექტის რეალიზების შემდგომ კომპლექსის ინფრასტრუქტურის ერთობლივ მართვასა და განვითარებას.
პროექტის კონცეპტუალური შინაარსი ამ ეტაპზე, არ წარმოადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას და აღნიშნული შეთავაზების (შემდგომში როგორც არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი და ბიზნეს-პროექტი) განხილვა განხორციელდება ინდივიდუალურად, ქვემოთ მითითებულ ბმულზე რეგისტრირებული და გამოხატული ინტერესის მქონე პირებთან ან/და იურიდიულ პირებთან (წარმომადგენლებთან), რომლებთანაც მოხდება, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და პროექტის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პირობების გათვალისწინებითა და მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პროექტის რეალიზებისთვის მონაწილეობაში ინვესტორი დაიშვება კანდიდატი პარტნიორის სტატუსით;
პროექტის ჯამური საინვესტიციო ბიუჯეტის მოცულობა შეადგენს: 465 000.00 ევროს
ინვესტირებული პროექტის, დაზუსტებული არქიტექტურულ-დიზაინერული დოკუმენტაციის, ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარემონტო და მენეჯმენტის დონეზე განვითარება და სტუმრების მიღებისთვის მზადყოფნა: 12-დან 18 თვემდე.
პროექტის განვითარებაში პარტნიორთა საერთო რაოდენობა შეზღუდულია და განისაზღვრება მაქსიმალური რაოდენობით და არაუმეტეს: 3 პარტნიორი (მათ შორის წილობრივად ART LINE ჯგუფი);
პროექტის წარმატებისა და გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით, პროექტის განხორციელება-განვითარებისთვის ART LINE ჯგუფი უფლებას იტოვებს:
თემა: საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონის დასახლებულ ისტორიულად, კულტურულად და ტურისტულად მიმზიდველ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არსებულ მიწის ნაკვეთზე კონცეპტუალური, ტურისტული კომპლექსის, კერძოდ: სასტუმროს, მარნის, გასტრონომიული, კულტურული, ველური ტურების განვითარება და გადაზიდვა-ტრანსფერი;