
▌გიორგი კავლელაშვილი ✦ Art Line Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერი და Art Line Academy-ის დირექტორი, ამავე აკადემიის და საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ''ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტი''-ს პროფესიული კურსის მთავარი ლექტორია.
▌პროფესიული საქმიანობის პარალელურად, გიორგი აქტიურად განაგრძობს აკადემიურ და კარიერულ განვითარებას. მისი პროფესიული გზა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპით აღინიშნა - პარალელურად, იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურულ ბიუროს შეუერთდა და წამყვანი არქიტექტორ-დიზაინერის პოზიცია დაიკავა.
▌აღნიშნული კარიერული წინსვლა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პრაქტიკული გამოცდილების, პროფესიული კომპეტენციებისა და უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას - არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში.
✦Art Line Studio-სთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარება, მათი პრაქტიკული გამოცდილებით გაძლიერება და პროფესიული შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ცოდნა, პრაქტიკა და პროფესიული პასუხისმგებლობა ერთიანდება.
▌ამავე ხედვას იზიარებს ✦Art Line Academy, რომლის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების შეთავაზება და მომავალი თაობის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
▌გიორგი კავლელაშვილის კარიერული წინსვლა სწორედ იმ ღირებულებების გამოხატულებაა, რომლებსაც ✦Art Line Studio და Art Line Academy ეფუძნება - პროფესიონალიზმი, განვითარება, ცოდნის გაზიარება და ახალი შესაძლებლობების შექმნა.
✦Art Line Studio და Art Line Academy ულოცავს ბატონ გიორგის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს ახალ საქმიანობაში!
▌პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია, წარმატება კი - ცოდნის, შრომისა და მიზანდასახულობის შედეგი.
✦Art Line Studio - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი
▌Art Line Academy - პროფესიული განათლება
▌გიორგი კავლელაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურულ ბიუროს შეუერთდა და წამყვანი არქიტექტორ-დიზაინერის პოზიცია დაიკავა.