
Giuaani Winery • გიუაანიმეღვინეობა-ში 23 მაისს Kerama Marazzi-ის პროექტების ხელმძღვანელმა, ალბერტო ფავარონიმ მასტერკლასი და ,,PROVENCE“-ის ახალი კოლექციის პრეზენტაცია გამართა.


ახალი კოლექცია ერთგვარი პატივის მიგებაა PROVENCE მიმართ: ადგილის, სადაც ყოველი დღე ხელუხლებელი სილამაზითაა სავსე, ხოლო პეიზაჟები და არქიტექტურა შთაგონების უნიკალურ მომენტებს ქმნის. PROVENCE - ადგილი, სადაც ბუნებრივი სილამაზე და ცხოვრების მშვიდი რიტმი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
სწორედ ამ შთაგონებით შეიქმნა KERAMA MARAZZI-ს ახალი კოლექცია „PROVENCE“, რომელიც ფრანგულ ესთეტიკას თანამედროვე ინტერიერში აცოცხლებს.

,,PROVENCE“-ის ბუნებრივი ფერები, სიმშვიდე და ავთენტური ატმოსფერო ამ კოლექციაში თანამედროვე ინტერიერის ენით ცოცხლდება და სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
,,PROVENCE“ - ფრანგული ესთეტიკით სავსე რეგიონია, რომლის ბუნებრივი ფერები, ყვავილები და მხატვრებისგან მიღებული შთაგონება ერთ კოლექციაში ერთიანდება!
პრეზენტაციას საქართველოს წამყვანი დიზაინერები, არქიტექტორები და ინდუსტრიის პროფესიონალები ესწრებოდნენ, რომლებმაც კოლექციის ისტორია, სტრუქტურა და შესაძლებლობები უშუალოდ ალბერტო ფავარონისგან მოისმინეს. ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა დიზაინისა და ღვინის - ესთეტიკისა და გემოვნების დამაკავშირებელი გამოცდილება!

პრეზენტაციის შემდგომ - Giuaani Winery • გიუაანიმეღვინეობა-მ, არც წელს უღალატა ტრადიციას და პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს გალა ვახშამზე უმასპინძლა.
Kerama Marazzi Georgia - წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ტრადიციულად როგორც დიზაინერებს, აგრეთვე არქიტექტორებს აჯილდოვებს, მათ შორის Kerama Marazzi Georgia-მ Art Line Studio-ს მთავარი ინტერიერი დიზაინერი დავით კავლელაშვილი, კიდევ ერთხელ N1 - საჩუქრით დააჯილდოვა.


შეგახსენებთ, რომ Art Line Studio და Kerama Marazzi Georgia წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობენ კოლაბორაციულ პროექტებში, ამასთანავე სასწავლო მიმართულებით ბოლო - 3 წლის განმავლობაში შოურუმმა Kerama Marazzi Georgia Art Line Academy-ის მთავარი პარტნიორია.
აღმოაჩინეთ ახალი კოლექცია „PROVENCE“ - Kerama Marazzi Georgia-ს შოურუმებში:
ქ.თბილისი - თამარ მეფის გამზირი N2
032 204 00 00
ქ. თბილისი (აუთლეთი) - ბალანჩინის N9
032 249 60 30
KERAMA MARAZZI-ს ახალი კოლექცია „PROVENCE“, რომელიც ფრანგულ ესთეტიკას თანამედროვე ინტერიერში აცოცხლებს.