
სასწავლო კურსი: ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი" - სწავლების პროცესს ახალ პლატფორმაზე განაგრძობს
Art Line Studio-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სასწავლო კურსის ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი" ფარგლებში ,,SMART ACADEMY"-თან ახალი სეზონიდან თანამშრომლობას წყვეტს, ხოლო მიმდინარე სეზონის სასწავლო ჯგუფებთან - სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
Art Line Studio-ს ლექტორთა სრული შემადგენლობა, ახალი სეზონიდან განსხვავებულ ფორმატში, კიდევ უფრო გაძლიერებული და ტექნოლოგიური სიახლეებით გაუმჯობესებული, ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად განახლებული სილაბუსით, სასწავლო კურსზე სტუდენტების მიღებას დაიწყებს.
ახალი სეზონიდან (2026 წელი / სექტემბერი) სასწავლო კურსთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ - Art Line Studio-ს მიერ, დამატებითი განცხადება გამოქვეყნდება.
Art Line Studio
,,როცა საუკეთესოს იმსახურებ"

სასწავლო კურსი: ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი" სწავლების პროცესს, ახალ პლატფორმაზე განაგრძობს