

დავით კავლელაშვილი
ინტერიერის დიზაინერი
2024 წელს პლატფორმების - Art Line Studio-სა და Smart Academy-ს კოლაბორაციით, ჩამოყალიბდა სასწავლო კურსი: ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი“, იმ სილაბუსითა და პროგრამით, რომელმაც თავიდანვე დაისახა ერთი მკაფიო მიზანი, სტუდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბება და მისი რეალურ ბაზარზე ინტეგრაცია.
პროგრამის შექმნისას აქცენტი გაკეთდა, არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკაზე, ინდუსტრიასთან პირდაპირ კავშირსა და მენეჯერულ უნარებზე. სწორედ ამ მიდგომამ განსაზღვრა კურსის სწრაფი ზრდა და წარმატება.
ორი წლის განმავლობაში სასწავლო კურსმა:
2025-2026 სასწავლო წელს, კურსზე მოთხოვნა გაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან - 133%-იანი ზრდა შეადგინა.
ეს არ არის მხოლოდ ციფრი - ეს არის პირდაპირი ინდიკატორი იმისა, რომ: ბაზარი ენდობა პროგრამას, სტუდენტები კი ხედავენ რეალურ შედეგს, ხოლო კურსდამთავრებულები, ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში ქმნიან ხარისხსა და ცოდნაზე დამყარებულ რეპუტაციას.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ კურსდამთავრებულები: წარმატებით ოპერირებენ ინდუსტრიის ბაზარზე, ერთვებიან როგორც დამოუკიდებელ პროექტებში, აგრეთვე საქმდებიან კომპანიებში, ან ქმნიან საკუთარ ბრენდებს და ავითარებენ პროფესიულ იდენტობას.
Art Line Studio-მ და Smart Academy-მ შექმნეს არა უბრალოდ კურსი, არამედ სისტემა, რომელიც პროფესიონალებს აყალიბებს. მზარდი მოთხოვნა, წარმატებული კურსდამთავრებულები და ბაზარზე დამკვიდრებული პოზიცია, ეს ყველაფერი მიუთითებს ერთზე: სასწავლო კურსი თავისი პროგრამით, უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ლიდერი კურსი ქართულ ბაზარზე.
დიდი შრომის შედეგად მიღწეული წარმატებისთვის, მსურს მადლობა (დავითი კავლელაშვილი) გადავუხადო, როგორც კურსის წამყვან ლექტორებს, Smart Academy-ას, აგრეთვე პარტნიორ შოურუმებსა და კომპანიებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის გაჯანსაღებას უწყობენ ხელს, რაც ამ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
Art Line Studio-სა და Smart Academy-ს კოლაბორაცია და ორ წლიან ჭრილში გაზომვადი შედეგები.