მულტიბრენდული შოურუმი ,,Mosaics" ახალი კამპანიით - „კომფორტი, რომელსაც ეჩვევი”
Mosaics-ის ისტორია 2021 წლიდან იწყება, კომპანიის დაარსების ძირითად მიზანს წარმოადგენდა მულტიბრენდული სარემონტო – მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმის შექმნა, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა განსხვავებულ, თანამედროვე, მაღალი ხარისხის მქონე, ექსკლუზიურ ევროპულ ბრენდებს.
საქართველოში ურბანული განვითარების ტენდენციები მზარდია, განსხვავებული და ექსკლუზიური სარემონტო მოსაპირკეთებელ მასალებზეც, მუდმივად იზრდება მოთხოვნა.
Mosaics-ი ჩამოყალიბდა კონცეპტუალური ტიპის შოურუმად, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლების, დიზაინერების, არქიტექტორების კომფორტისა და მყუდრო გარემოს შექმნაზე, იმისთვის რომ უკეთ შეძლონ თავიანთი ხედვების და მიზნების რეალიზება. ამ ყველაფერთან ერთად Mosaics-ში პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალი სტანდარტია, რომელიც მომხმარებელს უქმნის ინდივიდუალურობისა და უსაზღვრო კომფორტის განცდას.
Mosaics-მა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა სახეობის არაერთი ევროპული ბრენდი, რომლებსაც მსოფლიოში წამყვანი ადგილები უჭირავთ – ABK Group, Irsap, Globo, 41ZERO42, Emilgroup, Flaminia, Frevini, Daniel და სხვა.
შოურუმის განახლებისა და ახალი კამპანიის „კომფორტი, რომელსაც ეჩვევი” ფარგლებში, Mosaics interior concept-მა 27 მარტს განახლებული კონცეფციის შოურუმი გახსნა, სადაც ნებისმიერი სტილისა თუ გემოვნების ადამიანს დახვდება, ინტერიერისთვის განკუთვნილი, როგორც მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი-სავიზუალიზაციო მასალები, აგრეთვე სააბაზანო აქსესუარების, დეკორატიული რადიატორებისა და რბილი ავეჯის კოლექციებიდან მრავალფეროვანი არჩევანი.
წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, Mosaics interior concept-ის განახლებული შოურუმის გახსნას Art Line Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერები დაესწრნენ.