• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    TEKA - ევროპული ბრენდი მრავალწლიანი ისტორიით

    TEKA - ევროპული ბრენდი მრავალწლიანი ისტორიით

     TEKA გერმანული ბრენდია, რომელიც 100 წლიანი გამოცდილებით, ინოვაციური ტექნოლოგიებით, ევროპული ხარისხითა და ორიგინალური დიზაინით, სამზარეულო ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების წარმოებაში, მსოფლიო მასშტაბით, ლიდერის პოზიციაზეა.
    ბრენდის ისტორია 1924 წელს, გერმანიაში დაიწყო, როცა ცნობილმა გერმანელმა გამომგონებელმა, კარლ ტილმანმა სამეურნეო ტექნიკის დეტალების საწარმო შექმნა. 1952 წელს ტილმანს პარტნიორად მეცნიერი - ჰელმუტ კლაინი შეუერთდა და შეიქმნა ბრენდი, რომელსაც გვარების ინიციალებით TEKA ეწოდა.
    ეს იყო წარმატებული ისტორიის დასაწყისი კომპანიისთვის, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, სამზარეულო ტექნიკის სფეროში, ყველა სიახლის სათავეში იდგა.

     დღეს TEKA გიგანტური კორპორაციაა, რომელიც თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Teka, Küppersbusch-ი, Intra, Mofem-ი, Thor-ი და Vitrogar-ი. წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში, ფლობს 25 ქარხანას ევროპასა და ამერიკაში, 57 შვილობილ კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში და ჰყავს 100 მილიონზე მეტი მომხარებელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

      მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, TEKA Georgia-ს მიწვევით Art Line Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერები განახლებულ შოურუმში წარმოდგენილ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების პრეზენტაციას დაესწრნენ.

      შოურუმში წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სააბაზანო აქსესუარები - ხარისხის, ესთეტიკისა და ფუნქციურობის ერთობლიობას ქმნის. სწორედ რომ ინოვაციურობის, ელეგანტურობისა და მაღალტექნოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით ,,TEKA Georgia"-ში წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი, წარმოადგენს დიზაინერების შთაგონების წყაროს, რაც სრულყოფილი სამზარეულოსა და სააბაზანო სივრცეების დიზაინერულ გადაწყვეტილებებს უყრის საფუძველს.

         

          

       

        

                 

       

       

     TEKA Georgia-ს ფილიალები:

     ქ. თბილისი:

    - დიღომი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №22
    - სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“ მაღაზია №12
    +032 2 202007
     ქ. ბათუმი:
    - შერიფ ხიმშიაშვილის №1
    +995 597 748 853

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის:

     Facebook გვერდი: TEKA Georgia

     Web გვერდი: https://teka.ge/


     

     



      

      

    TEKA Georgia-მ განახლებულ შოურუმში მაღალტექნოლოგიური პრემიუმ ხაზის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სააბაზანო აქსესუარები წარმოადგინა