
Art Line Studio პროექტების რეალიზების მიზნით, წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს ბაზარზე არსებულ მრავალ პარტნიორ კომპანიასა, თუ შოურუმთან.
განცხადება - 01.04.2026
გასული წლის (2025 წელი) 3 მარტიდან Art Line Studio-ს ერთ-ერთი დიზაინ-პროექტის რეალიზების მიზნით, სტუდიამ მიიღო გადაწყვეტილება სამშენებლო-სარემონტო კომპანიის ,,LK Group"-ის წარმომადგენლებთან (ლ.ხ და ე.მ) მიღწეული შეთანხმებით, ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის დაწყების შესახებ.
ურთიერთთანამშრომლობა პირველ ეტაპზე ეხებოდა, ჩვენს მიერ შესრულებული ერთ-ერთი დიზაინ-პროექტის რეალიზებას, რომლის ჯამური ფართობიც თეთრ კარკასულ მდგომარეობაში შეადგენდა 96.00 მეტრ კვადრატს. დიზაინ-პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრემიუმ ხარისხის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე შედგა ორმხრივი ხელშეკრულება, ხოლო დიზაინ-პროექტის სარემონტო ზედამხედველობას აწარმოებდნენ Art Line Studio-ს ინტერიერის დიზაინერები (ამასთანავე დიზაინ-პროექტის ავტორი) და დიზაინ-პროექტის თანაავტორი, რათა პროექტის წარმოება დასრულებულიყო დათქმულ დროში და შესაბამისობაში ყოფილიყო, პროექტით განსაზღვრულ სპეციფიკაციებთან.
სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით, დიზაინ-პროექტის რეალიზების პროცესის დასრულება, უნდა განხორციელებულიყო 3 თვესა და 15 დღეში.
,,LK Group"-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეთანხმებით, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულებების შესრულებას შეუდგა - 2025 წლის 5 მარტიდან. აქვე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ სარემონტო სამუშაოების დასწყებიდან სტუდიის მონიტორინგის (სარემონტო საზედამხედველო ფარგლებში) 2 თვის განმავლობაში, დიზაინ-პროექტის რეალიზება გეგმიურად მიმდინარეობდა, რის შემდგომაც ,,LK Group"-ის წარმომადგენლების მხრიდან პროცესების წარმოება შენელდა.
ჩვენი მონიტორინგის პროცესში და დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ,,LK group"-ის წარმომადგენლების მენეჯმენტში არსებული ხარვეზები და პროექტისადმი გულგრილი დამოკიდებულება, საქმეთა მწარმოებლის (ე.მ.) მხრიდან ზედამხედველობის ფარგლებში, დიზაინერთან თანამშრომლობისგან თავის არიდება, რაც ძირითად შემთხვევაში მომდევნო სამუშაოების დაგეგმარების მიზნით, დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებზე თავის არიდებას წარმოადგენდა; აგრეთვე პროფესიონალი სპეციალისტების დეფიციტი, ხშირ შემთხვევებში იყო კონკრეტული სპეციალისტების მხრიდან დაბალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები, რაც განმეორებით სამუშაოებს, ან ხარვეზების აღმოფხვრას საჭიროებდა, აგრეთვე სპეციალისტების ხშირი ცვლილება, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას ხარვეზებს იწვევდა.
- არაპროფესიონალი სპეციალისტების, კონტრაქტორების გულგრილობამ, სამუშაოების ხარვეზებით წარმოებამ გამოავლინა დიზაინ-პროექტთან და შესრულების ხარისხთან სხვადასხვა შეუსაბამობა და დაფიქსირებულ იქნა, მიმდინარე სარემონტო პროცესში მრავალი ხარვეზი.
არაერთი წერილობითი (ელ.ფოსტა/WhatsApp არხი) გაფრთხილების, არაერთი შეხსენებისა, თუ მათი მხრიდან მრავალი ცრუდაპირების მიუხედავად, დიზაინ-პროექტის რეალიზება/დასრულება, ამ დრომდე ,,LK Group"-ის წარმომადგენლებმა, ვერ შეძლეს.
სარემონტო-სამშენებლო ჯგუფი ,,LK Group"-ის წარმომადგენლებთან დადებულ ხელშეკრულებაში არსებული პირობები, უხეშად იქნა დარღვეული, კერძოდ:
- სარემონტო სამუშაოების ვადები;
- სამუშაოების წარმოების ხარისხი;
- სტუდიისა და პირდაპირ პროპორციულად დამკვეთის ინტერესები;
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, Art Line Studio მ/წლის 6 აპრილს - ,,LK Group"-ის წარმომადგენლებთან ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, ხოლო პროექტში არსებული ხარვეზების გამოსწორებას (ამ პერიოდისთვის ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლად განახორციელებს.
Art Line Studio ზემოთ აღნიშნული უკიდურესი ვითარებიდან გამომდინარე, მ/წლის 6 აპრილიდან იტოვებს უფლებას და განიხილავს ,,LK Group"-ის წარმომადგენლების (ლ.ხ და ე.მ) მიმართ, გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები, კერძოდ ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის, თუ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, შესრულების ხარისხთან არსებული პრეტენზიების ნაწილში და ვადაგადაცილების შედეგად გამოწვეული სტუდიის რეპუტაციული, თუ ფინანსური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და სხვა გარემოებებით, წამოიწყოს სამართლებრივი დავა, ხოლო ნარდობის ხელშეკრულებით დადგენილი სარემონტო სამუშაოების ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად დაუწესოს ფინანსური ჯარიმა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, Art Line Studio-ს მენეჯმენტი, ,,LK Group"-სა და კომპანიის წარმომადგენლებს, უპასუხისმგებლო კომპანიების რეესტრში განათავსებს.

Art Line Studio - LK Group-თან 6 აპრილიდან ყველა სახის თანამშრომლობას წყვეტს.