• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    როქსი საქართველო და Art Line Studio - მეგობრობა, რომელიც უკვე წლებს ითვლის.

    როქსი საქართველო და Art Line Studio - მეგობრობა, რომელიც უკვე წლებს ითვლის.

     Hanscoopper, Grassibathware, Gsiceramica, Valdama, DeRicci - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ საერთაშორისო ბრენდებისა, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც როქსი საქართველოა.

     როქსი საქართველო არის შოურუმი, სადაც თქვენ იხილავთ სააბაზანოსა და სამზარეულოს ინვენტარის ფართო და მრავალფეროვან არჩევანს. აქ შეძლებთ სრულად დააკომპლექტოთ თქვენი სივრცე სასურველი სტილის შესაბამისად.

    თანამედროვე, კლასიკური თუ მინიმალისტური მიმართულებით, წარმოდგენილია:
    - ჩასაშენებელი და გარე მონტაჟის შემრევები და სისტემები
    - უნიტაზები და კერამიკული პროდუქცია
    - მინისა და ხელოვნური ქვის ნიჟარები
    - სამზარეულოს ინვენტარი სხვადასხვა ფორმასა და ფერში

     თითოეულ მომხმარებელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სასურველ მოდელსა და ფერზე - საკუთარი სივრცის კონცეფციის სრული ჰარმონიისთვის.

     შოურუმში, აგრეთვე წარმოდგენილია ტონირებული მინისა და ხელოვნური ქვისგან დამზადებული სააბაზანო ვანები, რომლებიც ინტერიერს გამორჩეულ ხასიათსა და ესთეტიკას სძენს.

     როქსი საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ ასევე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული პარკეტის ხაზს - სხვადასხვა სტილისა და წყობის არჩევანით, რაც თქვენს სივრცეს სრულყოფილ და დასრულებულ იერს მიანიჭებს.

     Art Line Studio-სთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ შოურუმის განვითარების სამომავლო გეგმები, კიდევ უფრო ფართოვდება. უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი კომპონენტებისა და პროდუქციის ხაზების დამატება.

     შოურუმში წარმოდგენილი ევროპული და კორეული პროდუქცია, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და კონკურენტული, ხელმისაწვდომი ფასებით.

    შოურუმსა და ფილიალს შეგიძლიათ ეწვიოთ მისამართებზე:
    ქ. თბილისი - დიღმის მასივი, შალვა გოგიძის ქუჩა N2
    ქ. ბათუმი - ჟიული შარტავას ქუჩა N27

    დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 223 44 44.

    როქსი საქართველო Online პლატფორმებზე.

    Instagram - https://www.instagram.com/roxyingeorgia

    Facebook - https://www.facebook.com/roxyingeorgia

    Web: roxygeorgia.ge

    როქსი საქართველო - სივრცე, სადაც ხარისხი, დიზაინი და სანდო პარტნიორობა ერთიანდება.

    როქსი საქართველო - Hanscoopper, Grassibathware, Gsiceramica, Valdama, DeRicci.