

Art Line Studio I მთავარი ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი
მე, როგორც ინტერიერის დიზაინერი წლების განმავლობაში სკეპტიკურად ვუყურებდი მოკლე, ეგრედწოდებულ 2-კვირიან, 1 ან 3 თვიან სასწავლო პროგრამებს, რომლის საშუალებითაც ინტერიერის დიზაინის პროფესიით დაინტერესებულ პირებს პროფესიის მიღებას „სწრაფი კურსის“ საშუალებით პირდებოდნენ და დღესაც პირდებიან. მსგავსი ფორმატის სასწავლო კურსების მიერ გამოშვებული დიზაინერები ფაქტია, ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის საბაზრო მოთხოვნებს მიღებული ცოდნით, ვერ აკმაყოფილებენ. ამ პროფესიისთვის შექმნილ ე.წ. საბაზისო მოკლე კურსებს, ხშირად პირველივე დამკვეთთან ურთიერთობაში, კურსდამთავრებულები უხერხულ მდგომარეობამდეც კი მიუყვანია. ჩნდება კითხვა რატომ არ არის საკმარისი მოკლე და იაფი ,,საბაზისო“ კურსით მიღებული ცოდნით ბაზართან ინტეგრაცია?!.
იმიტომ რომ ასეთ კურსებზე ძირითადი აქცენტი კეთდება პროგრამულ საბაზისო სწავლებაზე. არავითარი თეორია, არავითარი პრინციპები, არავითარი მენეჯმენტი, რაც თავის თავში მოიცავს სტილისტიკის, ქოლორისტიკის, სავიზუალიზაციო მასალების გარჩევადობასა და ცოდნას, ან დამკვეთებთან საწყის და შემდგომ საქმიან ურთიერთობას. ეს კი საბოლოო ჯამში ამ პროფესიასა და ბაზარს აუფასურებს. აუფასურებს იმ თვალსაზრისით რომ ოღონდ დიზაინერმა რენდერი გაყიდოს, ამ შემთხვევაში უფრო ვიზუალიზატორად მოვიხსენიებდი, შეუძლია იმუშაოს 5-10 ან 15 ლარადაც, რაც დამეთანხმებით მდარე მომსახურებასთან ერთად, კატასტროფულად საშინელი ციფრია, ხოლო მეორეს მხრივ პოტენციურმა დამკვეთმა, რომელმაც არ იცის, თუ რა შედის დიზაინ-პროექტის შემადგენლობაში, შეუძლია არჩევანი გააკეთოს რენდერის იაფად შესყიდვაზე, რაც დიზაინ-პროექტის რეალიზების, სავიზუალიზაციო მასალების შეძენისათვის და მით უფრო სარემონტო პროცესის დასაწყებად, ნულოვანი ინფორმაციის მატარებელია.
შედეგად, სწორედ ამგვარი არასაკმარისი ცოდნის მქონე „სპეციალისტებმა“, ხშირ შემთხვევაში ვიზუალიზატორებმა, შექმნეს დაბალფასიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი სერვისი — ალბათ თვალშიც ხშირად მოგხვედრიათ „ინტერიერის დიზაინერი იაფად“ ან სიმბოლურ ფასად, ან დამწყები დიზაინერი მისაღებ ფასად, ამ შემთხვევაში თუ დიზაინის ინდუსტრიის წარმომადგენლები უნდა აყალიბებდნენ ბაზარზე მომსახურების ღირებულებას, დღეს ვხედავთ, რომ პოტენციური დამკვეთების ხელშია, ბაზარზე ფასების რეგულირება.
ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად აფერხებდა და აფერხებს საქართველოში ინდუსტრიის განვითარებას და თავისთავად არ აძლევს საშუალებას სფეროს ჩამოყალიბდეს ისე, როგორც ეს ხდება ევროპასა, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება არც იაფი და არც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან ეს პროფესია მოითხოვს ცოდნას, დროის რესურსს, გამოცდილებასა და დიდ პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, ეს სტანდარტი ამ დრომდე ქართულ ბაზარზე ვერ დამკვიდრდა.
პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება — დაურეგულირებელი ბაზარი, სადაც ზარალდებიან ის პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში აგროვებდნენ ცოდნას და პრაქტიკას, შექმნილი და რეალიზებული აქვთ არაერთი დიზაინპროექტი. ამ მოცემულობაში ნათლად ჩამოყალიბდა საჭიროება ბაზრის განახლებისა და რეგულირების მიმართულებით.
სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ 2024 წელს დავაანონსე სასწავლო კურსის შექმნის თაობაზე, ეს არ უნდა ყოფილიყო მოვალეობის მოხდა, ან სარგებელზე აწყობილი კურსი. ამიტომაც 2024 წელს Smart Academy-სთან კოლაბორაციით, შეიქმნა 7 თვიანი ინტენსიური და მოცულობითი სასწავლო პროგრამით გაჯერებული კურსი: ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი, რომელმაც ერთი წლის თავზე მოიპოვა მაღალი სანდოობა და მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
2025 წლის ახალი სეზონიდან კურსმა განახლებული სილაბუსით, წარმატებით და გაორმაგებული სტუდენტების ნაკადით დაიწყო სასწავლო პროცესი. დღეის მოცემულობით სასწავლო პროგრამას დაემატა ავეჯის კონსტრუირების მოდული, ეს კი იმას ნიშნავს რომ სტუდენტი არა ერთს, არამედ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად ორ, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის კონსტრუირების პროფესიებს დაეუფლება.
ასეთი უნარების კომბინაცია ზრდის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას და კურსდამთავრებულებს აძლევს საშუალებას თამამად დაიწყონ ოპერირება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებმაც გასულ წელს წარმატებით დაასრულეს კურსი, აქტიურად დაიწყეს ბაზარზე ოპერირება, ზოგი მათგანი უკვე წამყვან კომპანიებში დასაქმდა, ზოგიც კი პერსონალურად მიმდინარე პროექტებშია ჩართული.
საბოლოოდ კი რაც შემიძლია ვთქვა, ბაზრის რეგულირება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხანგრძლივი და რთული პროცესია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მეიმედება ის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ბაზარზე სასიკეთო ცვლილებებს მოახდენენ.
სასწავლო კურსის შესახებ მეტი სასარგებლო ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
https://www.facebook.com/share/r/1Fu2U4TCiK/
https://www.facebook.com/share/p/14NsXRQfynG/
https://www.facebook.com/share/r/17kXYGDgMa/
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბმული: https://smartacademy.ge/trainings/115-Interior-Design
,,როცა საუკეთესოს იმსახურებ"
რაში მდგომარეობს Art Line Studio-სა და Smart Academy-ის ერთობლივი სასწავლო კურსის წარმატება ?!