
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, Art Line Studio გასული წლიდან აქტიურად ჩაერთო სასწავლო მიმართულებით და შექმნა ბაზარზე ერთერთი კონკურენტული სასწავლო კურსი ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი".
ამავდროულად საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი სეზონიდან სასწავლო კურსის სილაბუსში შეტანილ იქნა ცვლილება და დაემატა მოდულის სახით ავეჯის კონსტრუირების მიმართულება, რაც სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მისცემს საშუალებას, ერთის ნაცვლად მიიღონ ორი პროფესია და ჩამოყალიბდნენ, როგორც სრულყოფილ ინტერიერის დიზაინერებად, აგრეთვე ავეჯის კონსტრუქტორებად.
Art Line Studio - 2026 წლისთვის გეგმავს დამატებით ორი სასწავლო კურსის ჩაშვებას. აღნიშნული კურსების მიზანი, იქნება უმაღლესი სასწავლებლების კურდამთავრებულების მიღება და მათთვის პრაქტიკულ ნაწილში გამოცდილების გაზიარება, რათა მოხდეს სტუდენტების რეალურ სამუშაო გარემოსთან სწრაფად შერწყმა-ადაპტირება.
თუ რა სპეციალობებისა და მიმართულების კურსები იქნება, ან რომელ სასწავლო პლატორმასთან თანამშრომლობით წარიმართება სასწავლო პროგრამები, ამ საკითხზე უფრო ვრცლად, საზოგადოების ინფორმირება - 2026 წლის მეორე კვარტალში იგეგმება.
Art Line Studio - ,,როცა საუკეთესოს იმსახურებ"

#ArtLineStudio #არქიტექტურა #ინტერიერისდიზაინი #სასწავლო #პროგრამა #კურსები #2026
Art Line Studio ახალ სასწავლო მიმართულებებს აყალიბებს