• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    Art Line Studio - ახალ სეზონს საინტერესო სიახლეებით უბრუნდება

    Art Line Studio - ახალ სეზონს საინტერესო სიახლეებით უბრუნდება

    Art Line Studio ახალ სეზონს 16 სექტემბრიდან საინტერესო სიახლეებით უბრუნდება.

      მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა იყო და არის ზრდა-განვითარება, დამკვეთის სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით სრულფასოვანი სერვისების მიწოდება, სწორედ ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და დამკვეთებთან ინდივიდუალური მიდგომები, გახდა Art Line Studio-ს წარმატების წინაპირობა, რათა წლების განმავლობაში ჩამოვყალიბებულიყავით ერთერთ წარმატებულ და სანდო საპროექტო სტუდიად.

      აქვე შევახსენებთ ჩვენს მკითხველს, Art Line Studio-ს გუნდმა გასულ წელს Smart Academy-სთან კოლაბორაციით შექმნა სასწავლო კურსი ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი" რომლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა უკვე შეძლეს - ინტერიერის დიზაინის, ავეჯის წარმოების, რემონტისა, თუ სხვა ინდუსტრიაში დასაქმება. კურსის განახლების ფარგლებში ახალი სეზონიდან სასწავლო სილაბუსში შეტანილ იქნა ცვლილება და დაემატა ავეჯის კონსტრუირების მოდული, რომელიც ჩვენს მომავალ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ინტერიერის დიზაინერის პროფესიის პარალელურად, მიიღონ მეორე პროფესია და კურსის წარჩინებით დასრულების შემდგომ განაგრძონ მუშაობა, როგორც ინტერიერის დიზაინერის, აგრეთვე ავეჯის მწარმოებელ კომპანიებში ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.

      Art Line Studio-ში მიიღებთ თქვენზე მორგებული მომსახურების ფართო სპექტრს, ჩვენი მომსახურება და სერვისები მოიცავს:

    __________________________

    არქიტექტურული პროექტირება

    • არქიტექტურული ნაწილი;
    • კონსტრუქციული ნაწილი;
    • კონსტრუქციების ექსპერტიზა;
    • ტოპოგრაფიული რუკის მომზადება;
    • გეოლოგია;
    • გეოლოგიის ექსპერტიზა;
    • სატრანსპორტო კვლევა;
    • სახანძრო ექსპერტიზა (41-ე დადგენილება) - საჭიროების შემთხვევაში (შენობის კლასის და ფუნქციის მიხედვით);
    • დენდროლოგიური პროექტი - საჭიროების შემთხვევაში (შენობის კლასის და ფუნქციის მიხედვით);
    • ელექტროობის პროექტი 
    • გაზიფიცირების პროექტი 
    • წყალ-კანალიზაციის პროექტი 
    • მოპი (მშენებლობის ორგანიზების პროექტი)
    • თბოეფექტურობის დეკლარაცია

    __________________________

    ინტერიერის დიზაინი / დიზაინ-პროექტირება

    • სივრცის ინსპექტირება და აზომვითი სამუშაოები
    • აზომვითი ნახაზი
    • ტიხრების მოწყობის გეგმა (მონტაჟი/დემონტაჟი)
    • დიზაინ პროექტის გეგმარება
    • ფოტორეალისტური (სარენდერო) მასალა
    • ავეჯის გეგმა
    • იატაკის მოწყობის გეგმა
    • ჭერის მოწყობის გეგმა
    • წყლის დგარებისა და კომუნიკაციების გეგმა
    • გათბობა-გაგრილების სისტემების გეგმა
    • ელექტროობის გეგმა N1, N2, N3.
    • საპროექტო ხედები / კედლის განშლები
    • საპროექტო და მოსაპირკეთებელი მასალების საძიებო სამუშაოები და ხარჯთააღრიცხვა
    • პროექტის საავტორო-სარემონტო ზედამხედველობა

    __________________________

      Art Line Studio-ს გუნდის არქიტექტორები და დიზაინერები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ Online კონსულტაცია, დაგეხმარონ გადაწყვეტილებების მიღებასა და თქვენთვის საოცნებო სივრცეების პროექტირება-რეალიზებაში.

      ჩვენი გუნდის მიერ დამკვეთთა სურვილისა და მათი ფსიქო ტიპის გათვალისწინებით შექმნილია და რეალიზებულია, არაერთი არქიტექტურული, თუ დიზაინ-პროექტი,

    __________________________

     პატივისცემით,

    Art Line Studio-ს გუნდი

    __________________________

    - თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ!

    - ,,როცა საუკეთესოს იმსახურებ"

     

    მეტის სანახავად ეწვიე ჩვენს Facebook გვერდს Art Line Studio - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი

     

     

    ჩვენთან მომსახურებით დაინტერესებული პირები 16 სექტემბრიდან ყველა სერვისის მიღებას შეძლებენ