როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში კვლავაც ხშირია დამკვეთსა და სამშენებლო-სარემონტო კომპანიებისა, თუ კერძო სამშენებლო-სარემონტო ჯგუფების მხრიდან, როგორც სიტყვიერი შეთანხმებით, აგრეთვე ორმხრივი კონტრაქტის ფარგლებში თანამშრომლობისას ნაკისრი ვალდებულებებისადმი გულგრილი დამოკიდებულება და შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება პროექტისადმი სარემონტო პროცესებში ვადების დარღვევით და სამუშაო პროცესების არათანმიმდევრულობით, რაც დამკვეთ მხარეს აზარალებს და იწვევს დამკვეთის უკმაყოფილებას.
არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, ამჯერად ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ (ამ ეტაპზე საჯაროდ არ ვასახელებთ კომპანიასა და წარმომადგენლების სახელებსა და გვარებს) კონტრაქტორ სამშენებლო-სარემონტო კომპანიასა და მათ წარმომადგენლებს, დაუბრუნდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უმოკლეს ვადებში მოახდინონ დიზაინ-პროექტის სარემონტო საკითხების ხარისხიანად შესრულება.
იმ შემთხვევაში თუ მ/წლის 3 სექტემბრისთვის ძირეული საკითხების უზრუნველყოფა არ განხორციელდება, (დიზაინ-პროექტის ზედამხედველობის მონიტორინგის დღისათვის) ჩვენ ვიტოვებთ უფლებას სარემონტო კომპანიას/ჯგუფს შევუწვიტოთ ხელშეკრულება და დიზაინ-პროექტის რეალიზება განვახორციელოთ სხვა სარემონტო ჯგუფის საშუალებით.
Art Line Studio საავტორო დიზაინ-პროექტის რეალიზებისას ჩართული სარემონტო ჯგუფის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებით გამოწვეული ყველა სახის ზიანის ასანაზღაურებლად, მზად არის მიმართოს შესაბამის სამართლებრივ უწყებებსა და საზოგადოებას (ყველა არხის მეშვეობით) მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია.
პატივისცემით,
Art Line Studio-ს მენეჯმენტი
Art Line Studio - კონტრაქტორ სარემონტო ჯგუფს აფრთხილებს!