,,როცა საუკეთესოს იმსახურებ" - Art Line Studio-ს სლოგანი, რომელიც რეალობის ნაწილია
ყველა წარმატებული ბრენდის ისტორია იქმნება გუნდის ურთიერთთანამშრომლობაზე დაყრდნობითა და თითოეული წევრის ინდივიდუალური წარმატებით. ყველა ბრენდის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრები ცდილობდნენ მუდმივ და უწყვეტ პიროვნულ ზრდასა, თუ კარიერულ წინსვლას.
სწორედ ამიტომ Art Line Studio-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ანი ჯეირანაშვილის, ჩვენი პროექტების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, კიდევ ერთი წარმატება.
ანი, რომელიც ჩვენს გუნდს დაარსებიდან ძალიან მალე შემოუერთდა, შეიტანა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი Art Line Studio-ს განვითარებასა და მუდმივად ჩვენს გვერდით იდგა, იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შექმნისა და რეალიზების პროცესში ჩართული - დღეს ის 2 წლით გვემშვიდობება. თუმცა ეს დამშვიდობება არ ნიშნავს მასთან თანამშრომლობის შეწყვეტას, რადგან ის მუდამ იქნება ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი. ეს დამშვიდობება ჩვენი გუნდისთვის გულდასაწყვეტი და ამავდროულად სასიხარულო ფაქტიცაა, რადგან ანიმ აირჩია მისი პროფესიული და კარიერული ზრდა და ჩააბარა იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Sapienza University of Rome, Development and International Cooperation Studies-ის სამაგისტრო პროგრამაზე.
ჩვენი გუნდი ულოცავს ანის აღნიშნულ წარმატებას. ვუსურვებთ მუდმივ, საინტერესო და პროდუქტიულ გამოცდილებას! და მოუთმენლად ველით მას, ახალი შემართებით, ენთუზიაზმით და ევროპული იდეებით!
Sapienza University of Rome, Development and International Cooperation Studies