• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    Art Line Studio-სა და Smart Academy-ის ერთობლივი სასწავლო კურსი ახალ სეზონს სიახლეებით უბრუნდება

    Art Line Studio-სა და Smart Academy-ის ერთობლივი სასწავლო კურსი ახალ სეზონს სიახლეებით უბრუნდება

    ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი" - კურსი 7 თვიანი სასწავლო პროგრამით

    კურსზე რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://smartacademy.ge/trainings/115-Interior-Design 

    კონსულტაციისთვის დაუკავშირდით Smart Academy-ს: 591 67 00 67


    განახლებული კურსის მთავარი სიახლე წარმოადგენს ავეჯის კონსტრუირებას, რათა ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში ჩვენი სტუდენტებისთვის დამატებითი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნას. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩვენთან მიღებული ცოდნით დასაქმდნენ, როგორც დიზაინის სფეროში, აგრეთვე საქართველოში არსებულ ავეჯის მწარმოებელ კომპანიებში - ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე (რაც დღეს დეფიციტურ პროფესიად ითვლება)

    - აღნიშნულ მოდულს წარუძღვება მოწვეული ლექტორი აკაკი წიგნაძე

    შეხვედრები

    კურსი მოიცავს 32 სალექციო შეხვედრას, 4 გასვლით შეხვედრასა და 2.5 თვიან პრაქტიკას. (2 დიზაინ-პროექტი)

    ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტის კურსის მიზანი

    ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.

    ინტერიერის დიზაინის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

    • არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის კონსტრუირების ძირითადი პრინციპები: სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის კონსტრუირების (სიახლე) ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს;

    • პროგრამები: სტუდენტები დაეუფლებიან ARCHICAD-ს, 3Ds Max-ს, Sketchup-სა და Bazis Woodworker პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში;

    • ავეჯის კონსტრუირება: საშუალებას მისცემს სტუდენტს ინტერიერის დიზაინის პროფესიის პარალელურად შეისწავლოს ავეჯის კონსტრუირება და გაეცნოს ბაზარზე არსებულ ავეჯის წარმოების სპეციფიკასა და ტექნიკურ მაკომპლექტებლებს;

    • ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა მოამზადონ და მართონ ტექნიკური დოკუმენტაცია;

    • სტილისტიკის ცოდნა: სტუდენტები შეძლებენ დაარეგულირონ და გაარჩიონ სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები;

    • კომუნიკაციის უნარები: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან;

    • პროექტის მართვა: სტუდენტები შეძლებენ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს;

    • ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება: სტუდენტები დაეუფლებიან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს;

    • პერსონალური ბრენდის შექმნა: სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას;

    • ტენდენციების ანალიზი: სტუდენტები ისწავლიან, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.

    ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის კონსტრუირების ტექნიკური წინაპირობები

    ტექნიკური წინაპირობები:

    • Windows 8.1, 10, 11

    • Apple-ს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია Windows-ის ჩაწერა, დამატებით macOS-თან ერთად.

    • სასურველია ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი):

      • CPU - პროცესორი i3, i5, i7 მე-6 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD ან MAC.

      • RAM - ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 8GB და ზევით.

      • GPU - ვიდეო ბარათი 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება. NVIDIA GTX 960 და ზევით ან ექვივალენტური AMD და ზევით.

      • მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი არ არის საკმარისი.

    ლექტორები

    გიორგი კავლელაშვილი

    • Art Line Studio-ს ინტერიერის დიზაინერი და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი და თანაავტორი. არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში 5 წლიანი გამოცდილება, აღნიშნული ორი პროფესიის ერთიანობა მას კონცეფციურად ერთიანი და ჰარმონიული პროექტების შექმნაში ეხმარება;

    • გიორგისთვის მუდმივი განათლება და განვითარება მთავარი მოტივატორია კარიერულ გზაზე, სწორედ ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გაუზიაროს სხვა ადამიანებს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება , რომელიც მისი საქმიანობის დროს დააგროვა.

    ანი ჯეირანაშვილი

    • სოციოლოგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი, ამ სფეროში 4 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;

    • ანას კარიერა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რისი საშუალებითაც მარტივად აიდენტიფიცირებს ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს;

    • სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ ნათლად დაინახა, რომ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და მის მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს - ადამიანებთან კომუნიკაციაა.სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სფეროში მისი კარიერა Art Line Studio-ში იწყება, სადაც პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციას იკავებს;

    • ანასთვის მთავარ მამოძრავებელ ძალას მუდმივი პიროვნული განვითარება წარმოადგენს. როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვებით, ეფექტური საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებით და ჯანსაღი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებით, Art Line Studio ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე, ინტერიერის დიზაინის სფეროში, რასაც ცხადყოფს დასრულებული პროექტების რაოდენობა და კმაყოფილ მომხმარებელთა შეფასება;

    • ანას აზრით, კომპანიის, როგორც ბრენდის წარმატება და სამომავლო განვითარების პერსპექტივა ფუნდამენტურად დამოკიდებულია ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, დაწყებული პოტენციურ მომხმარებლებთან პირველი კომუნიკაციით, დამთავრებული მარკეტინგული კამპანიებით;

    • ის თვლის, რომ მუდმივი განათლების, საერთაშორისო პრაქტიკის ტენდენციების შესწავლით და ამ საქმის სიყვარულის საფუძველზე, დროული და ეფექტურია მისი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სმარტ აკადემიის სტუდენტებთან.

    დავით კავლელაშვილი

    • Art Line Studio-ს მთავარი ინტერიერის დიზაინერი (დამფუძნებელი და სტუდიის ხელმძღვანელი) და საჯარო უწყებაში ლოჯისტიკისა და გადაზიდვების სპეციალისტი 19 წლიანი გამოცდილებით, რის შედეგადაც დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური საკითხების მართვის მიმართულებით. კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, დავითს ჩამოუყალიბდა განსაკუთრებული მენეჯერული და ბაზრის მოთხოვნებზე, როგორც ადაპტაციური ასევე მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის უნარი;

    • დავითმა ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის განვითარებამდე აღმოაჩინა მისი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და უკვე 7 წელია აქტიურად პოზიციონირებს ამ სფეროში. სწორედ მას ეკუთვნის ამავე ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტები;

    • მისი კარიერული განვითარება მრავალპროფილურია, რაც შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განვითარდეს, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად. სწორედ, ამიტომ, დავითს 4 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და გაყიდვების, ასევე ტოპ მენეჯმენტის მიმართულებით. დღესდღეობით კონსულტირებას აქტიურად უწევს სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ ადამიანებს მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით;

    • მუდმივი სწავლა და განვითარება დავითის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, შესაბამისად მუდმივად ცდილობს მიღებული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც, ახლა კი უკვე სმარტ აკადემიის სტუდენტებსაც.

    აკაკი წიგნაძე

    • ავეჯის კონსტრუქტორი, რომელსაც აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება ავეჯის პროექტირებასა და წარმოებაში;

    • აკაკი წიგნაძე კარიერის განმავლობაში მუშაობს როგორც მცირე კერძო ორდერებზე, ასევე მასშტაბურ პროექტებზე - დაწყებული ინდივიდუალური ინტერიერის ავეჯიდან, დამთავრებული სავაჭრო და კომერციული სივრცეების მოწყობით;

    • აკაკის წლების გამოცდილება მოიცავს ავეჯის კონსტრუქციასა და თანმდევ პროცესს — იდეის გაჩენიდან და დიზაინის შექმნიდან, ტექნიკური ნახაზების მომზადებამდე და საბოლოო მონტაჟამდე, რაშიც მას ეხმარება თანამედროვე პროგრამების ცოდნა, შექმნას როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური მხარის სრულყოფილი ნამუშევრები;

    • აკაკი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ფურნიტურის წამყვან ბრენდებთან, რის შედეგადაც მან განავითარა ღრმა ცოდნა ფურნიტურის სისტემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში;

    • აკაკი სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე. მაშინდელმა ხაზვის საფუძვლებმა და ლექტორების პროფესიონალიზმმა დიდი როლი ითამაშა პროფესიულ განვითარებაში - რამაც განაპირობა ტექნიკური აზროვნების საფუძველი, სიზუსტისა და დეტალებზე აქცენტირება, რაც დღემდე ეხმარება პროფესიულ საქმიანობაში;

    • აკაკის ხედვა კი ეფუძნება: წარმატებული პროექტი ყოველთვის იწყება სწორად დალაგებული და გათვლილი კონსტრუქციით;

    • აკაკის მიზანია, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ  პროგრამული და თეორიული ცოდნა მისცეს, არამედ პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ შექმნან ესთეტიკური და ფუნქციური ავეჯი. მას სურს, რომ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა, რათა თამამად მიიღონ და განახორციელონ პროექტები.

    გიორგი კოპაძე

    • არქიტექტორი (მაგისტრის ხარისხი), 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორულ დარგში, როგორც საოფისე ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით;

    • გიორგიმ არქიტექტურის თანამდებობაზე მუშაობა თავდაპირველად საპროექტო ორგანიზაცია “მეგალითი”- ში დაიწყო, სადაც მან პროფესიონალი გუნდის ხელშეწყობით დეტალურად შეისწავლა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობები და ნორმატიული აქტები, რაც საჭიროა პროექტის რეალიზებისთვის;

    • აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციაში 6 წლიან სამუშაო პროცესში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა სპეციფიკისა და სირთულის მქონე შენობა-ნაგებობებზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამრეწველო მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს მრავალპროფილური? ცოდნის გაღრმავებას სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მასალებთან მიმართებაში;

    • 2022 წლიდან გიორგიმ არქიტექტორული საქმიანობა განაგრძო Art Line Studio-ში, სადაც შეიქმნა არაერთი საინტერესო და გამორჩეული პროექტი. ALG-ში, გაერთიანებულია, როგორც არქიტექტორული საქმიანობა, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულება, რამაც თითოეული პროექტი უფრო სრულყოფილი  გახადა. პარალელურად გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ურბანულსა და არქიტექტორულ-ექსპერიმენტულ ვორქშოფში, ასევე ათობით სახელმწიფო და კერძო დაკვეთაზე. ამ ყველაფერთან ერთად, ის დღემდე აგრძელებს სწავლასა და განვითარებას, რადგან არქიტექტურა ეს ის სფეროა, სადაც სწავლა და ახალი აღმოჩენები ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია.

    კურსზე რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://smartacademy.ge/trainings/115-Interior-Design 

    კონსულტაციისთვის დაუკავშირდით Smart Academy-ს: 591 67 00 67

    სიახლე ახალი სეზონიდან: სტუდენტები 15 სექტემბრიდან ორი პროფესიის დაუფლებას შეძლებენ.