გაცნობებთ, რომსაზაფხულო/დასვენების არააქტიურ პერიოდთან დაკავშირებით Art Line Studio, მ/წლის 4 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით - დროებით წყვეტს ახალი არქიტექტურული და დიზაინ-პროექტების წარმოებაში მიღებას, Online კონსულტაციებსა და სასწავლო პროცესს!
აქვე, მოგახსენებთ,
- რომ მ/წლის 4 აგვისტომდე წარმოებაში შემოსული მიმდინარე პროექტების საპროექტო მომსახურება, ჩვეულ რეჟიმში წარიმართება;
- 4 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე - სარემონტო და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით მომსახურება გავრცელდება მხოლოდ იმ პროექტებზე, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები და მოქცეულია ზედამხედველობის განრიგში, ხოლო პროექტები, რომელთა რეალიზების პროცესი შეფერხებულია 1 წელზე მეტი ვადით, ან სარემონტო ზედამხედველობის ხელშეკრულების პირობები დარღვეულია (დამკვეთი მხარის მიერ) ან ხელშეკრულების ვალიდურობა ამოწურულია, მოიხსნება საავტორო პროექტების ნუსხიდან და აღნიშნულ პროექტებზე შეწყდება ყველა სახის მომსახურება;
- არქიტექტურული და დიზაინერული მომსახურებით დაინტერესებული პირები, მ/წლის 15 სექტემბრიდან შეძლებენ, ყველა სახის მომსახურების მიღებას.
აქვე დავამატებთ, რომ Art Line Studio, ახალ საშემოდგომო სეზონს თქვენთვის საინტერესო სიახლეებითა და გაუმჯობესებული მომსახურების პირობებით დაუბრუნდება!
ჩვენი გუნდი გისურვებთ სასიამოვნო უქმე და საზაფხულო-დასვენების დღეების გატარებას!
პატივისცემით,
Art Line Studio-ს მენეჯმენტი
Art Line Studio-ში - სერვისებით სარგებლობა, მ/წლის 4 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით შეიზღუდება