🔴 Zak World of Façades კონფერენციების საერთაშორისოდ აღიარებული სერიაა, ფასადების დიზაინისა და ინჟინერიის შესახებ. მსოფლიოს მასშტაბით 180-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც 55,000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ ღონისძიება პირველად გაიმართა ქ. თბილისში, კერძოდ სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში";
◾კონფერენცია 40 ქვეყანაში ტარდება და მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ევროპას, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
◾ღონისძიება, რომელიც 184-ედ ტარდება ორიენტირებულია მდგრად ინოვაციებსა და სამშენებლო ინდუსტრიის გამოწვევებზე, შენობების გარე ნაწილის მიმართულებით, კონფერენციაზე განხილული იყო ტექნოლოგიურად უმაღლესი დონის, ინჟინრული გადაწყვეტილებები საფასადე სისტემების მიმართულებით, რომლის მთავარი თემა გახლდათ ,,ქართული ქალაქების იერსახის გარდაქმნა უახლესი ფასადის დიზაინის მეშვეობით".
⭕ ღონისძიების სპიკერები იყვნენ საფასადე სისტემების წამყვანი კომპანიების როგორც ტოპ-მენეჯერები, აგრეთვე ,,ZAHA HADID Architects " ის დირექტორი Manuela Gatto.
◾ კონფერენციაზე ოფიციალური მიწვევით Art Line Studio-ს გუნდის წევრები იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ინდუსტრიის ცნობილი ლიდერების უახლეს პროდუქტებსა და ტრენდებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://zakworldoffacades.com/event/184-zwof-tbilisi/
მ/წლის 22 მაისს ქ. თბილისში სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა;