• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    მალე ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება

    მალე ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება

     Art Line Studio ქართულ ბაზარზე ინტერიერის დეკორის მიმართულებით, უახლოეს მომავალში ახალ ბრენდს, ,,Glamour“- წარადგენს.
    ,,Glamour“ ორიენტირებული იქნება საცხოვრებელი სივრცის დეკორის პროდუქციის შექმნასა და განვითარებაზე, პირველ ეტაპზე კი მომხმარებელს სურნელოვანი და დეკორატიული სანთლების სერიას შესთავაზებს.

     ბრენდის მიზანია ხარისხიანი, თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული, ყველა ტიპისა და გემოვნების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი პროდუქციის შექმნა.
     ,,Glamour“-ის სურნელოვანი სანთლები წარმოებული იქნება მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით, უზრუნველყოფილი იქნება დახვეწილი დიზაინითა და ხანგრძლივი წვის უნარით. პროდუქცია გათვლილი იქნება, როგორც ყოველდღიური და სადღესასწაულო მოხმარებისთვის, აგრეთვე საჩუქრის სახით გამოყენებისთვის.

     დამატებითი ინფორმაცია ,,Glamour“-ის პროდუქციისა და  გაყიდვების არხების შესახებ, საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

     


     


       

                             

                                                                                                                                                     


    ,,Glamour“- ელეგანტური ატმოსფერო, 

    განსაკუთრებული მომენტები და დაუვიწყარი სურნელი


    „Glamour“ - ელეგანტური ატმოსფერო, განსაკუთრებული მომენტები და დაუვიწყარი სურნელი