• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    დასახელდა ,,რჩეული ინტერიერი"-ს სტუდენტი

    დასახელდა ,,რჩეული ინტერიერი"-ს სტუდენტი

      სასწავლო კურსი: ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი“, რომელიც გასულ წელს Smart Academy-სა და Art Line Studio-ს კოლაბორაციით შეიქმნა, გახლავთ საქართველოში ყველაზე კონკურენტული სასწავლო კურსი.

    https://smartacademy.ge/trainings/115-Interior-Design

    https://www.youtube.com/watch?v=xODrYN0PApc

      კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურისა და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.

      კურსის ამოცანა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტმა შექმნას არაერთი, არამედ რამდენიმე დიზაინ-პროექტი და კურსის დასრულების შემდგომ ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში დამოუკიდებლად განაგრძოს სრულფასოვანი პროფესიული საქმიანობა.

      სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტებს დაევალათ შეექმნათ დიზაინ-პროექტი, რომელიც წარმოადგენდა, თავად ლექტორის Art Line Studio-ს მთავარი ინტერიერის დიზაინერის დავით კავლელაშვილის საკუთრებაში შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული - 53 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინას, რომლის დიზაინერული გადაწყვეტილების საფუძველი, უნდა ყოფილიყო ,,დამკვეთი“ს ფსიქო ტიპი.

      აღნიშნული სასწავლო დავალება შესრულებულ იქნა სტუდენტების უმრავლესობის მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს ნამუშევრები. ნამუშევრების შემოწმების შემდგომ მათ მიიღეს როგორც დადებითი შეფასებები და შეფასდნენ შესაბამისი ქულებით, აგრეთვე წერილობით გაიცა რეკომენდაციები და შენიშვნებიც.

      სწავლების მაღალი ხარისხი ინდივიდუალური და ობიექტური მიდგომა, სამომავლოდ თითოეული სტუდენტისთვის პროფესიული განვითარების მთავარი გარანტია.

     სტუდენტების შეფასებისას დავით კავლელაშვილმა დაასახელა რჩეული ინტერიერი და სწორედ ის სტუდენტი, რომელმაც გაითვალისწინა საცხოვრებელი ბინის ფართობის სიმცირე და ,,დამკვეთი“ს ფსიქო ტიპი, რომლის გათვალისწინებით სტუდენტმა მარიამ ბუაძემ სწორად შეარჩია ფერები, განათება, ხოლო სივრცის ორგანიზება სრულ თანხვედრაშია ფსიქოტიპის თავისებურებებთან. მას შესანიშნავად გამოუვიდა ესთეტიურად გამართული, ჰარმონიული და ემოციურად კომფორტული გარემოს შექმნა, რაც თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია.

    ,,მსურს [დავით კავლელაშვილი] ჩვენს თითოეულ სტუდენტს ვუსურვო წარმატება, მათ მომავალ პროფესიულ გზაზე, თუმცა წინ ჯერ კიდევ რამდენიმე გამოსაცდელი პროექტია. მჯერა ჩვენი სტუდენტები კურსზე მიღებული ცოდნით გაუმკლავდებიან ყველა გამოწვევას. ჩვენ განვაგრძობთ მათ შეფასებებს მომდევნო პროექტებზე და კვლავაც გამოვავლენთ საუკეთესო ნამუშევრებს“

    სასწავლო კურსი: ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი“