Art Line Studio - ქ. თბილისში ,,Zak World of Façades" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება
Zak World of Façades კონფერენციების საერთაშორისოდ აღიარებული სერიაა, ფასადების დიზაინისა და ინჟინერიის შესახებ. დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა 170-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 55,000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული კონფერენცია ტარდება 40 ქვეყანაში და მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ევროპას, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
ღონისძიება, რომელიც 184-ედ ტარდება, პირველად გაიმართება ქ. თბილისში და ორიენტირებული იქნება მდგრად ინოვაციებსა და სამშენებლო ინდუსტრიის გამოწვევებზე შენობების გარე ნაწილის / ფასადის მიმართულებით, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ინდუსტრიის ცნობილი ლიდერების უახლეს პროდუქტებსა და ტრენდებს.
კონფერენცია მ/წლის 22 მაისს გაიმართება სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria"-ში, რომელსაც დაესწრებიან დარგის სპეციალისტები.
ფასადის დიზაინის, ინჟინერიის, შესყიდვების და შესრულების, ექსპერტების ხედვა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და მდგრადი ფასადების გამოყენების თაობაზე, დამსწრე სპეციალისტებსა და არქიტექტურულ სტუდიებს მიეცემათ შესაძლებლობა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კავშირები.
Zak World of Façades მიერ ოფიციალური მიწვევით, ღონისძიებას Art Line Studioხელმძღვანელი პირი და სტუდიის არქიტექტორები დაესწრებიან.