• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    Art Line Studio I რჩევები, რომელიც არასდროს არის ზედმეტი

    Art Line Studio I რჩევები, რომელიც არასდროს არის ზედმეტი

    რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული სივრცის გეგმარებიდან - ინტერიერის სრულყოფამდე ?!

      ინტერიერის დიზაინის წარმოების პროცესის სწორად წარსამართად გეგმარება ე.წ. შავი კარკასიდან ყველაზე სწორი მიდგომა არის,  როდესაც სივრცე ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული და მისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოყენებადია. ამ ეტაპიდან ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, რომ სივრცე გარდაიქმნას ესთეტიურად სრულყოფილ და ფუნქციურად გამართულ დიზაინ-პროექტად.

      შავი კარკასის უპირატესობები ინტერიერის დიზაინერისთვის ეს არის:

    • სივრცის ფორმირებისა და განაწილების მოქნილობა - შავი კარკასის მდგომარეობაში სივრცე ჯერ კიდევ არ არის დაყოფილი შიდა კედლებითა და ზონებად. დიზაინერს შეუძლია მაქსიმალური თავისუფლებით იმუშაოს სივრცის სწორად განაწილებაზე, რათა ის იყოს როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიურად გამართული.
    • კომუნიკაციების სწორად დაგეგმვა - შავი კარკასი იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველა ტექნიკური დეტალი, როგორიცაა ელექტრო გაყვანილობა, სანტექნიკა და გათბობა-გაგრილების სისტემები, სწორად იყოს ინტეგრირებული და საბოლოოდ დიზაინერულ გადაწყვეტილებებს სპეციფიკაციების დონეზე მოერგოს. დიზაინერი ზუსტად განსაზღვრავს, სად უნდა განთავსდეს ელექტრო ფურნიტურა, სანათები და სხვა ელემენტები.
    • სტილის კონცეფციის სრულყოფილად განხორციელება - დიზაინერს აქვს შესაძლებლობა თავიდანვე განსაზღვროს სივრცის სტილი და მასალის არჩევანი ისე, რომ საბოლოო შედეგი იყოს დამკვეთის ფსიქო ტიპთან თანხვედრაში, რაც აგრეთვე მოიცავს ფერთა პალიტრის შერჩევას, ავეჯისა და დეკორის ელემენტების განლაგებას.

      ინტერიერის დიზაინერის როლი პროცესში 

    • სწორი გადაწყვეტილებებით ფუნქციური დიზაინის შექმნა - დიზაინერი ზრუნავს, რომ სივრცე იყოს კომფორტული და მორგებული დამკვეთის საჭიროებებზე. ამაში შედის სივრცის სწორად დაყოფა, საცხოვრებელი და სამუშაო ზონების გამოყოფა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება.
    • ესთეტიურად გამართული გარემოს სრულყოფა - პროფესიონალმა ინტერიერის დიზაინერმა იცის, როგორ გააერთიანოს სტილი და ფუნქციონალობა, რათა სივრცე იყოს როგორც ვიზუალურად მიმზიდველი, აგრეთვე პრაქტიკული.
    • ბიუჯეტის ოპტიმიზაცია - დიზაინერი ასევე ეხმარება დამკვეთს ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაში, რათა შეირჩეს ხარისხიანი სავიზუალიზაციო მასალები, ავეჯი თუ დეკორი, რომელიც შეესაბამება როგორც ფინანსურ, ისე სტილისტურ მოთხოვნებს.

      ინტერიერის დიზაინერის ჩართულობის უპირატესობები

    • დროისა და რესურსების დაზოგვა - დიზაინერის პროფესიონალური გამოცდილება საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ შეცდომები, რომელსაც შესაძლოა მოყვეს არასწორი გეგმარება, ან მასალების არასწორად შერჩევა.
    • უნიკალური და პერსონალური დიზაინი - დიზაინერი ქმნის სივრცეს, რომელიც მაქსიმალურად ერგება მფლობელის პირად სტილს, საჭიროებებსა და გემოვნებას.
    • სივრცის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება - პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის დახმარებით ნებისმიერი სივრცე, შეიძლება გარდაიქმნას პრაქტიკულ, ესთეტიკურ და სრულყოფილ გარემოდ.

      და ბოლოს შავი კარკასის მდგომარეობა არის ის საწყისი ეტაპი, რომელიც განსაზღვრავს ინტერიერის საბოლოო სახეს. ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია, რათა სივრცე იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ სრულყოფილი და მიმზიდველი. ინტერიერის დიზაინერის ცოდნა და გამოცდილება ქმნის დამატებით ღირებულებას, რომელიც უზრუნველყოფს იდეალური გარემოს შექმნას როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული მიზნებისთვის.

    დავით კავლელაშვილი 

    Art Line Studio -ს მთავარი ინტერიერის დიზაინერი

     

    დავით კავლელაშვილი: რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული სივრცის გეგმარებიდან - ინტერიერის სრულყოფამდე.