• შემოგვიერთდით
    GEO
    ENG
    თქვენი სივრცის დიზაინი იქმნება სწორედ აქ
    პრეს-რელიზი

    ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი - დაბალბიუჯეტიანი ე.წ. ინტერიერის დიზაინერებისგან მომდინარე საფრთხე

    ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი - დაბალბიუჯეტიანი ე.წ. ინტერიერის დიზაინერებისგან მომდინარე საფრთხე

    სტატია, კრიტიკულიც და დროულიც - დაბალბიუჯეტიანი ე.წ. ინტერიერის დიზაინერებისგან, მომდინარე საფრთხეებზე ხმამაღლა საუბრის დრო დადგა;


      დღეს საქართველოში ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა, უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა და როგორც პროფესია, ბევრმა თვითმარქვიამ დიზაინერობა მოირგო.

      ისინი ხშირად ითვისებენ ამ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ შესაბამისი განათლება, გამოცდილება და რაც მთავარია, სიღრმისეული ცოდნა და გატაცების დონეზე ქმნიან ვიზუალურ მასალას. შედეგად, მათი „ნამუშევრები“ ხშირად პრიმიტიულობით გამოირჩევა, როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, რაც დამკვეთს საბოლოო ჯამში ფინანსურ ზიანს აყენებს.


     სწორედ ბოლო წინადადება გახდა აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების მიზეზი, ჩვენთან მოსული დამკვეთები ხშირად იმედგაცრუებას ვერ მალავენ ,,დამწყები" ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ,,ინტერიერის დიზაინერებთან" თანამშრომლობისას მიღებული გამოცდილებით, რაც ჩვენთვის აღარ წარმოადგენს სიახლეს და მაქსიმალური ძალისხმევით ვცდილობთ გამოვასწოროთ ინტერიერის დიზაინერისადმი გაღვივებული უნდობლობა, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კუთხით კი მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა აღნიშნული დარგისადმი, საბოლოოდ არ დაიკარგოს პოტენციური დამკვეთების მხრიდან არსებული, ისედაც უკვე კრიტიკულ ნიშნულზე დაცემული სანდოობა.  
     პოსტ ფაქტუმ ინტერიერის დიზაინერებისადმი დამკვეთთა განწყობები, უკვე ასოცირდება ქართულ ბაზარზე მომრავლებულ არაკეთილსინდისიერ ხელოსნებთან, რომელთა შესახებაც სოც. მედიაში არაერთ პოსტს, თუ კრიტიკას ვაწყდებით; 


    რატომ უნდა ვუფრთხილდეთ თვითმარქვია ე.წ. დიზაინერებს?
    1. არაპროფესიონალიზმი: თვითმარქვია დიზაინერებს ხშირად აკლიათ ესთეტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილების ცოდნა, რაც იწვევს უხარისხო და არაკომფორტულ სივრცეებს, არ გააჩნიათ მენეჯმენტის, სტანდარტებისა, თუ ტექნიკური დოკუმენტაციის მიმართულებით აუცილებელი ცოდნა,

    2. კომპრომისები ხარისხზე: ხარისხიანი მასალების არჩევა უმნიშვნელოვანესია, რაც თვითმარქვია დიზაინერებისთვის მეორეხარისხოვანია. ისინი ხშირად ეკონომიას აკეთებენ და უფრო იაფ მასალებს იყენებენ, რომლებიც მალე ზიანდება, ანდაც ნადგურდება; 

    3. ჩასატარებელი სამუშაოების გადაჭარბებულად მაღალი ღირებულება: მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ განათლება, ან გამოცდილება, თვითმარქვია დიზაინერები ხშირად უფრო მაღალი ფასითაც მუშაობენ, რაც საბოლოო ჯამში დამკვეთის ბიუჯეტს ორმაგად აზარალებს.

    4. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება: თვითმარქვია დიზაინერები ხშირად სოციალურ მედიაში წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს ისეთ ფორმაში, თითქოს უნიკალურ და სრულყოფილ დიზაინს ქმნიან, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ასეთი მიდგომა ცვლის საზოგადოებრივ წარმოდგენას ინტერიერის დიზაინზე და ხელს უშლის ნამდვილ პროფესიონალებს.

    ინტერიერის დიზაინის მოწყობის თავისებურებები - დამკვეთისთვის რეკომენდაციები
    1. საკუთარი სტილის და პრიორიტეტების განსაზღვრა: განიხილეთ, როგორ სტილს ამჯობინებთ - იქნება ეს მინიმალისტური, კლასიკური, თანამედროვე თუ სხვა. თქვენი ინტერიერი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების სტილის და ხასიათის გამოხატულება და რათქმა უნდა ის უნდა იყოს თქვენს ფსიქო ტიპზე დაშენებული; 

    2. პრაქტიკულობა და ფუნქციონალურობა: ვიზუალზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ სივრცე იყოს პრაქტიკული და მოხერხებული. თუ სივრცე ვერ აკმაყოფილებს თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს, ყველაზე ლამაზი დიზაინიც კი, მალე შემაწუხებელი გახდება.

    3. დიზაინერის შერჩევა:
    განათლება და გამოცდილება: გაიკითხეთ დიზაინერის განათლება და გამოცდილება. პროფესიული წარსული არის ხარისხის გარანტია.
    მიმოხილვები და რეკომენდაციები: მოძებნეთ მიმოხილვები მისი ნამუშევრების შესახებ. შეამოწმეთ, თუ როგორ აფასებენ მას ყოფილი დამკვეთები.
    ნამუშევრების პორტფოლიო: შეისწავლეთ დიზაინერის პორტფოლიო, რომ დარწმუნდეთ, მისი სტილი და გემოვნება, შეესაბამება თუ არა თქვენს მოთხოვნებს.

    4. ბიუჯეტი და დროული შესრულება: გაანალიზეთ ბიუჯეტი, თუ რა ხარჯის გაწევას აპირებთ. მნიშვნელოვანია დიზაინერს მკაფიოდ გააცნოთ თქვენი ბიუჯეტი და დროის ლიმიტები. პროფესიონალი დიზაინერები მოახერხებენ, რომ თქვენი მოთხოვნები გააერთიანონ გონივრულ ბიუჯეტში და უზრუნველყონ დიზაინ-პროექტის დროულად ჩაბარება;

    5. კომუნიკაცია: ურთიერთობა დიზაინერთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ზუსტად გააცანით თქვენი საჭიროებები და მოლოდინები. გახსოვდეთ, რომ ინტერიერი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს და არა ე.წ. ინტერიერის დიზაინერის გემოვნებას.

    6. მოითხოვეთ დიზაი-პროექტის წარმოების ხელშეკრულება, სადაც იქნება გაწერილი: დიზაინ-პროექტის სივრცის - მისამართი, აზომვითი სამუშაოების საფუძველზე გამოთვლილი ინტერიერის დიზაინის ფართობი (გაითვალისწინეთ რომ ინტერიერის დიზაინის ფართობში არ შედის, აივნების, ტერასებისა თუ სხვა მსგავსი ზონების ფართობი), კვადრატული მეტრის ღირებულება, მოცულობითი სამუშაოების შესახებ / სპეციალური დანართი დიზაინ-პროექტის შემადგენლობა (მაგალითად: საპროექტო ხედები (ე.წ. რენდერები), ტექნიკური დოკუმენტაცია (გეგმები, განშლები, ნახაზები), ხარჯთაღრიცხვა / გამოყენებული მასალების მიკვლევადობისა და სრული რაოდენობის დაზუსტების მიზნით)

    საბოლოოდ, ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს თქვენი პირადი სივრცის და ხასიათის გამოხატულებას. ამიტომ, პროფესიონალი დიზაინერის შერჩევა მნიშვნელოვანია, რათა დარწმუნდეთ, რომ შედეგი იქნება სწორედ ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ.

    ჩვენი კვლევით: 
    - იმ შემთხვევაში თუ ინტერიერის დიზაინერი 1 კვ.მ ფართობზე 10.00 ლარიდან 35.00 ლარის ფარგლებში მომსახურებას გთავაზობთ, მნიშვნელოვანია დააზუსტოთ - აღნიშნულ ღირებულებაში რა შედის, რადგანც მხოლოდ სავიზუალიზაციო ფოტო მასალა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი სივრცის მოწყობა წარმართოთ სწორედ ისე, როგორც ფოტო მასალაზეა მოცემული;

    ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა, პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერების მხრიდან იწვევს დიდ წუხილს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში დამკვეთები პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა დამკვეთისთვის ფინანსური ზარალი, ან დიზაინ-პროექტის რეალიზების პრობლემა უკვე სახეზეა/დამდგარია;

    ინტერიერის დიზაინის დარგში საგანგაშო ვითარების გამო, ART LINE STUDIO-მ მიიღო გადაწყვეტილება მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით:
    - განახორციელოს ყველაზე კონკურენტული სასწავლო პროგრამით, ინტერიერის დიზაინერების აღზრდა, რათა ბაზარზე მოხდეს უკვე მზა ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი სპეციალისტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს ქართველი მომხმარებლებისთვის, დარგის მომსახურებაში გამჭვირვალობის შეტანას და ინტერიერის დიზაინის დარგში არსებული დაბალი ცნობიერების ეტაპობრივ ამაღლებას.


    - მარკეტინგული კვლევის ჩატარება - რაც გამოავლენს ე.წ. ინტერიერის დიზაინერებთან მიმართვიანობის მთავარ ასპექტებს;


    - პოტენციური დამკვეთების ინფორმირება / კამპანია - რა მომსახურებას მოიცავს აღნიშნული პროფესია და რამდენად შესაძლებელია კონკრეტულ ინტერიერის დიზაინერთან დიზაინ-პროექტირებისა, თუ სარემონტო ზედამხედველობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გააჩნდეს დამკვეთს / თუ ინტერიერის დიზაინერმა არ განახორციელა აზომვითი სამუშაოები, არ გაეცნო სივრცის თავისებურებებს, თუ არ შედგა ორმხრივი ხელშეკრულება, თუ შეტავაზებული სერვისი ბაზარზე არსებულ ღირებულებასთან მიმართებაში ძალიან დაბალ ფასადაა შეთავაზებული, თუ გთავაზობენ მხოლოდ რენდერებს, თუ დიზაინ-პროექტირების პროცესში არ გამოიკითხა თქვენი ფსიქო ტიპი, თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაზე უბრალოდ უარი გეთქვათ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სივრცის დიზაინი არა ინტერიერის დიზაინერის, არამედ ვიზუალიზატორის (რენდერების დამამზადებლის) ხელშია.

       დაგვიჯერეთ ინტერიერის დიზაინერები, რომლებიც არიან პროფესიონალები - 10,00-15,00 ან 35,00 ლარად ვერ მოემსახურებიან დამკვეთებს, რომელთაც სურთ საკუთარ სივრცეში გააჩნდეთ სწორი დიზაინერული გადაწყვეტილებები;


       ნათქვამია, რომ ,,თუკი ფიქრობთ, რომ კარგი დიზაინი ძვირი ღირს, მაშინ თქვენ ცუდი დიზაინის საფასური არ გინახავთ"
    და ბოლოს - ზუსტად ვიცი რამდენად მტკივნეული და კრიტიკულია ეს სტატია ადამიანებისთვის, რომელთაც ინტერიერის დიზაინთან არავითარი კავშირი არ გააჩნიათ. 

    ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში არსებული, სამწუხარო რეალობა;