ქართული ბაზრის წამყვანი შოურუმი ,,Mosaics"-მა ევროპული ბრენდის ,,Irsap"-ის დეკორატიული რადიატორებისა და სხვადასხვა ბრენდის კერამიკული მასალების ახალი კოლექციის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც დაესწრნენ როგორც ინტერიერის დიზაინერები, აგრეთვე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდიები.
- სავიზუალიზაციო სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალებისა და მრავალფეროვანი დეკორატიული რადიატორების შერჩევა უმნიშვნელოვანესი ეტაპია ნებისმიერი სივრცის ფორმირებისას, ამიტომაც დიზაინერული გადაწყვეტილებებისას ART LINE STUDIO ს შემოქმედებითი გუნდი, მაღალი სტანდარტებით მომსახურებასა და დიზაინ-პროექტირების პროცესში ხარისხიანი მასალების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას.
Mosaics-მა ევროპული ბრენდის Irsap-ის დეკორატიული რადიატორებისა და კერამიკული მასალების ახალი კოლექციის პრეზენტაცია გამართა