Art Line Group • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი და ▪︎■ Smart Academy • სმარტ აკადემია-ს კოლაბორაციითა და ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, სასწავლო ჰიბრიდულ კურსზე ,,ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი" რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.
კურსის დაწყების თარიღი: 10 ოქტომბერი 2024 წელი;
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- არქიტექტურის და დიზაინის ძირითადი პრინციპები: სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს;
- პროგრამები: სტუდენტები დაეუფლებიან ARCHICAD-ს, 3Ds Max-ს და Sketchup პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში;
- ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა მოამზადონ და მართონ ტექნიკური დოკუმენტაცია;
- სტილისტიკის ცოდნა: სტუდენტები შეძლებენ დაარეგულირონ და გაარჩიონ სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები;
- კომუნიკაციის უნარები: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან;
- პროექტის მართვა: სტუდენტები შეძლებენ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს;
- ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება: სტუდენტები დაეუფლებიან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს;
- პერსონალური ბრენდის შექმნა: სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას;
- ტენდენციების ანალიზი: სტუდენტები ისწავლიან, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.
ინტერიერის დიზაინის ტექნიკური წინაპირობები
ტექნიკური წინაპირობები:
- Windows 8.1, 10, 11
- Apple-ს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია Windows-ის ჩაწერა, დამატებით macOS-თან ერთად.
- სასურველია ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი):
- CPU - პროცესორი i3, i5, i7 მე-6 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD ან MAC.
- RAM - ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 8GB და ზევით.
- GPU - ვიდეო ბარათი 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება. NVIDIA GTX 960 და ზევით ან ექვივალენტური AMD და ზევით.
- მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი არ არის საკმარისი.
ლექტორები
დავით კავლელაშვილი
- დავით კავლელაშვილი - საჯარო უწყებაში ლოჯისტიკისა და გადაზიდვების სპეციალისტი 18 წლიანი გამოცდილებით, რის შედეგადაც დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური საკითხების მართვის მიმართულებით. კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, დავითს ჩამოუყალიბდა განსაკუთრებული მენეჯერული და ბაზრის მოთხოვნებზე, როგორც ადაპტაციური ასევე მისი სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრის უნარები;
- დავითმა ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის განვითარებისთანავე აღმოაჩინა მისი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და უკვე 6 წელია აქტიურად პოზიციონირებს ამ სფეროში. სწორედ მას ეკუთვნის ამავე ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტები;
- მისი კარიერული განვითარება მრავალპროფილურია, რაც შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განვითარდეს, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად. სწორედ ამიტომ, დავითს 3 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და გაყიდვების, ასევე ტოპ მენეჯმენტის მიმართულებით. დღესდღეობით აქტიურ კონსულტირებას უწევს სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ ადამიანებს მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით;
- მუდმივი სწავლა და განვითარება დავითის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, შესაბამისად მუდმივად ცდილობს მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც. ახლა კი სრული ენთუზიაზმით სურს აღნიშნული მრავაწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს სმარტ აკადემიის სტუდენტებსაც.
ფიქრია მოდებაძე
- ფიქრია მოდებაძე - მისი კარიერული განვითარება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით დაიწყო და ამ სფეროში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, რაც ეხმარება ხარჯთეფექტური და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში;
- ფიქრიამ წარმატებული ეკონომისტის საქმიანობის მიუხედავად, მალევე აღმოაჩინა მისი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ და მისი კარიერული განვითარება ამ ინდუსტრიას დაუკავშირა, რის შედეგადაც დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული დიზაინ პროექტის ავტორია;
- ფიქრია ასევე Art Line Group-ის თანადამფუძნებელია და ჯანსაღი კორპორატიული კულტურითა და მუდმივი განვითარებით აღნიშნული გუნდი ინდუსტრიის კონკურენტუნარიან ძალად იქცა;
- ფიქრიას მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს მუდმივი განვითარება და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ამიტომ მზად არის მისი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს სმარტ აკადემიის სტუდენტებს.
გიორგი კავლელაშვილი
- გიორგი კავლელაშვილი - არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის 4 წლიანი გამოცდილება, აღნიშნული ორი პროფესიის ერთიანობა ეხმარება მას შექმნას კონცეფციურად ერთიანი და ჰარმონიული პროექტი;
- Art Line Group- ის ინტერიერის დიზაინერი და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი და თანაავტორი;
- გიორგისთვის მუდმივი განათლება და განვითარება მთავარი მოტივატორია კარიერულ გზაზე, სწორედ ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გაუზიაროს სხვა ადამიანებს მისი პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რაც მისი საქმიანობის დროს დააგროვა.
გიორგი კოპაძე
- გიორგი კოპაძე - არქიტექტორი (მაგისტრის ხარისხი), 10 წლიანი სამუშაო გამოციდლება არქიტექტურულ დარგში, როგორც საოფისე ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით;
- გიორგიმ არქიტექტორის თანამდებობაზე მუშაობა თავდაპირველად შპს “მეგალითი“-ის საპროექტო ორგანიაზაციაში დაიწყო, სადაც მან პროფესიონალი გუდის ხელშეწყობით დეტალურად შეისწავლა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობები და ნორმატიული აქტები, რაც საჭიროა პროექტის რეალიზებისათვის;
- აღნიშიულ საპროექტო ორგანიზაციაში 5 წლიანი სამუშაო პროცესში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა სპეციფიკისა და სირთულის მქონე შენობა-ნაგებობებზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამრეწველო მიმართულებით, რაც თავისმხრივ მოიცავს მრავალპროფილურ ცოდნის გაღრმავებას სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მასალებთან მიმართებაში;
- 2022 წლიდან გიორგიმ არქიტექტურული საქმიანობა განაგრძო Art Line Group-ში, სადაც შიექმნა არაერთი საინტერესო და გამორჩეული პროექტი. Art Line Group-ში წინა კომპანიისგან გასნსხვავებით გაერთიანებულია როგორც არქიტექტურული საქმიანობა, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულება, ამ ორი პროფესიის გაერთიანებით კი ორივე მხარე გაძლიერდა და ბევრად სრულყოფილი და დახვეწილი პროექტები შეიქმნა;
- პარალელურ რეჟიმში გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ურბანულსა და არქიტექტურულ-ექსპერიმენტულ ვორქშოფებში, ასევე ათობით სახელმწიფო და კერძო დაკვეთებზე. ამ ყველაფერთან ერთად, ის დღემდე აგრძელებს სწავლასა და განვითარებას, რადგან არქიტექტურა ეს ის სფეროა, სადაც სწავლა და ახალი აღმოჩენები ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია.
ანი ჯეირანაშვილი
- ანი ჯეირანაშვილი - სოციოლოგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი, ამ სფეროში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- ანის კარიერა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რისი საშუალებითაც მარტივად აიდენტიფიცირებს ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს;
- სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ ნათლად დაინახა, რომ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და მის მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს - ადამიანებთან კომუნიკაციაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სფეროში მისი კარიერა Art Line Group-ში იწყება, სადაც პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციას იკავებს;
- ანისთვის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს მუდმივი პიროვნული განვითარება. როგორც საერთაშორისო ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვებით, ეფექტური საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებით და ჯანსაღი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებით, Art Line Group ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე, ინტერიერის დიზაინის სფეროში, რასაც ცხადყოფს დასრულებული პროექტების რაოდენობა და კმაყოფილ მომხმარებელთა შეფასება;
- ანის აზრით, კომპანიის როგორც ბრენდის წარმატება და სამომავლო განვითარების პერსპექტივა ფუნდამენტურად დამოკიდებულია ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, დაწყებული მარკეტინგული კამპანიებით - დამთავრებული პოტენციურ მომხმარებელთან პირველი კომუნიკაციით. სწორედ ამ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი ანი, Art Line Group-თან თანამშრომლობის 3 წლის განმავლობაში;
- მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ანის პოზიციონირება 3 წლის წინ დაიწყო, იგი თვლის, რომ მუდმივი განათლების, საერთაშორისო პრაქტიკის ტენდენციების შესწავლით და ამ საქმის სიყვარულის საფუძველზე, დროული და ეფექტურია მისი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სმარტ აკადემიის სტუდენტებთან.
კურსზე სარეგისტრაციო ბმული:
https://smartacademy.ge/trainings/115-Interior-Design
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ https://www.facebook.com/SmartAcademy.ge
ან დაუკავშირდეთ SmartAcademy-ს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: +995 591 67 00 67