“სოციალური მედია მენეჯმენტი”


როგორც მრავალი კვლევა ადასტურებს, დღეს ცნობადობის ამაღლებისა და რეკლამის განთავსებისთვის საუკეთესო სივრცე სოციალური მედიაა. ჩვენი ჯგუფი აქტიურ ანალიტიკურ სამუშაოს აწარმოებს შემდგომი ეფექტიანი სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისთვის სხვადასხავ პლატფრმებში, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრისთვის, რაც თავისთავად ამცირებს რეკლამის ხარჯებს, რადგანაც რეკლამას ნახულობს უპირატესად იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისი ინტერსების სფერო და დარეკლამებული “პროდუქტი”(გვერდი; მომსუხრება და ა.შ..) ემთხვევა ერთმანეთს.


ჩვენი ჯგუფი გთავაზობთ და -ის სხვადასხვა პროდუქტების გვერდების მენეჯმენტს და ამ პლატფორმებში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და ადმინისტრირებას, ასევე პირადი კონტენტ მენჯერის მომსახურებას, რომელიც რეგულარულად განაახლებს გვერდებზე არსებულ კონტენტს.


“არტლაინჯგუფის” 3D ვირტუალური სტუდია

შესაძლებელია, როგორც უკვე არსებული გვერდის ჩაბარება ჩვენი ჯგუფისთვის, ან ახალი გვერდის შექმნა, არ აქვს მნიშვნელობა კომპანია მოგვმართავს თუ კერძო პირი და რისთვის სჭირდება გვერდი, იქნება ეს პორტფოლიო თუ ონლაინ მაღაზია, ჩვენ დაგეხმარებით გვერდის გამართვასა დაკერკლამებაში.


ცალკე გვინდა გამოვყოთ “გუგლის” მულტიპლატფორმული რეკლამირების სისტემა, რომელიც ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ეფექტიან სარეკლამო პლატფორმად.

ჩნდება კითხვა რატომ ?

პასუხი მარტივია, როდესაც არეკლამებ “გუგლის” მეშვეობით რეკლამას ხედავს მათი სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის მრავალმილიონიანი მომხმარებელი, რაც თავისთავად უზრუნვეყოფს რეკლამის მეტი ადამიანისთვის ჩვენებას და მიზნობრივი აუდიტორიის კიდევ უფრო ზუსტ განსაზღვრას, მაგრამ ამ პლატფორმაში რეკლამა გაცილებით მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს სხვა საშუალებებთან შედარებით, რაც თავისთავად გასაგებია.