ჩვენთან ურთიერთობა მარტივი, უსაფრთხო და გამჭვირვალეა


როგორ ვხედავთ დამკვეთებთან ურთიერთობას?

თქვენ გვიკვეთავთ “სერვისს”, ვთანხმდებით პირობებზე, ვადებზე, ფასებზე და სხვა ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე. კომუნიკაცია პირობების, ვადებისა და ფასების შეჯამების პერიოდში ხდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: (info@artlinegroup.ge).


უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს დასაშვებია ნებისმიერი სახის კომუკიკაცია და სოციალური პლატფორმების გამოყენება, სადაც მოხდება ესკიზების ან მონახეზების ჩვენება, პროექტი დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ (info@artlinegroup.ge) ელ-ფოსტის მეშვეობით, ან “კომპაქტ დისკის” და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დასრულებული პროდუქტის გადაცემის შემდგომ. დასრულებამდე ნებისმიერი მონახაზი თუ ესკიზი რომელზეც იქნება დატანილი “არტლაინჯგუფის” წყლის ნიშანი, წარმაოდგენს “არტლაინჯგუფის” საკუთრებას და მისი გამოყენება დაუშვებელია!


ჩვენი ჯგუფი ყოველთვის გახსნილია ახალი იდეებისა და შემოთავაზებებისთვის, ჩვენი მიზანი და სურვილი გრძელვადიან ნდობასა და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიებაა ჩვენს დამკვეთებთან.